"მოგიწოდებთ ყველას, ჩემს თავს, უარი ვთქვათ სიძულვილის, ზიზღის ენაზე" - არმაზ ახვლედიანი

ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას იქ მიწვეულ პრემიერს, კოლეგებს შეთანხმებისკენ მოუწოდა და ყველას მიმართა, უარი თქვან სიძულვილის და ზიზღის ენაზე. "მოგიწოდებთ ყველას, ჩემს თავს, ჩვენი პასუხისმგებლობით უარი ვთქვათ სიძულვილის, ზიზღის ენაზე, შევძლოთ უმთავრესისთვის ყველაფრის გადადება, ესაა გარემოს შექმნა საქართველოში, ნორმალური დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის", - თქვა მან. მანამდე დეპუტატმა პრემიერ ღარიბაშვილს მიმართა კითხვით და ჩამოუთვალა ის საკითხები, რომლებზეც ოპოზიციასა და მმართველ ძალას სჭირდებათ თანხმობა: "იზიარებთ თუ არა მოსაზრებას, რომ ბატონი გვარამიას გათავისუფლება წაადგებოდა დეპოლარიზაციის პროცესს? წაადგებოდა შეთანხმების პროცესს? იზიარებთ თუ არა, სულ ცოტა მკაფიოდ ნათქვამი განცხადება, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა უნდა იყოს გარანტირებული? აქ, ცხადია, ქილიკი, სხვაგვარად შეფასება, სულ ცოტა, უხერხულია და ერთი ასად აღრმავებს დაპირისპირებას. ბოლოს და ბოლოს იმ ადამიანებს შორის, ვინც იმ მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი იყო, წლები არ ვყოფილვარ, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მხარდამჭერი ვარ და ვიქნები. კიდევ რაზე შეიძლება მივაღწიოთ შეთანხმებას? ჩვენ ვთქვათ, რომ მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიციას თუ მმართველ ძალას წარმოადგენთ, მხარს ვუჭერთ იმ ინსტიტუტებს და იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც ამ 30 წლის განმავლობაში იმაზე შეუდარებლად მეტი გააკეთეს საქართველოსთვის, ვიდრე ეს შეიძლება, ჩვენ გავაანალიზოთ ან რამე ვთქვათ სამადლობელი. ვგულისხმობ უპირველესად შეერთებულ შტატებს... ვთქვათ დღეს, რომ ჩვენი მხარდაჭერა შეერთებული შტატების მიმართ, შესაბამისად მისი ინსტიტუციების მიმართ, არის უპირობო. ამას ხომ არ სჭირდება მაინც და მაინც შარლ მიშელის ჩამოსვლა? იქნებ შევთანხმდეთ იმაზეც, რომ ევროპარლამენტარებს, ისევე როგორც აქ პარლამენტარებს, აქვთ საკუთარი აზრი, მაგრამ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუციას, ევროპის კავშირს, სხვა ევროპულ ინსტიტუციებს, სადაც აქვთ ამოცანა, საქართველო არ დარჩეს რუსულ ორბიტაზე. ამის საფრთხე ჯერაც რეალურია". პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპონენტებმა ინტერპელაციის წესით მიიწვიეს სხდომაზე. დეპუტატების კითხვები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსა და ევროკომისიის პირობების შესრულებას ეხება. ...
წყარო

Svetlana

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 26 დღის წინ

Gvanca.

ქუთაისი
  • 6 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 25 თვის წინ

Melisa

თბილისი
  • 2 საათის წინ

Nati

თბილისი
  • 8 დღის წინ

Nino

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 15 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 5 თვის წინ

Ani

თბილისი
  • 1 თვის წინ

Sabrİna

ბათუმი
  • 2 დღის წინ

Nurbanu

თბილისი
  • 8 დღის წინ