თამარ კორძაია ღარიბაშვილის მოსაზრებით დაინტერესდა ნიკა გვარამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ინტერპელაციის წესის ფარგლებში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს, ორ თემაზე პირადი მოსაზრება ჰკითხა. ერთი შეეხებოდა 2014 წლის 16 სექტემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში განვითარებულ მოვლენებს, რასაც 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას სიცოცხლე ემსხვერპლა. პროკურატურის ვერსიით, მან თავი მოიკლა. მეორე საკითხი კი შეეხებოდა ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საპატიმროდან გათავისუფლების შესაძლებლობას. „ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რაზეც გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დაადგინა დარღვევა სახელმწიფოს მხრიდან და სახელმწიფოს ორი რამ დაევალა - 100 ათასი ლარის გადახდა ოჯახისთვის და ბოდიშის მოხდა შვილებისთვის - მაინტერესებს, როგორც უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს მხრიდან პროცედურულად ბოდიშის მოხდა“, - იკითხა კორძაიამ და დააზუსტა, რომ ოჯახისთვის იუსტიციის სამინისტროს მიერ წერილობით გაგზავნილი ბოდიშის გარდა, აპირებს თუ არა ბოდიშის მოხდას პრემიერიც. რაც შეეხება ნიკა გვარამიას გათავისუფლების შესაძლებლობას, მასზე დეპუტატი პრემიერის პერსონალური პოზიციით დაინტერესდა: „ALDE-მ პერსონალურად თქვენ მოგმართათ გვარამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით. იმას ვერ ვიტყვით, რომ ALDE-მ არ იცის, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოა და თქვენი პოზიცია მაინტერესებს - ნიკა გვარამია უკვე მაისიდან ზის ციხეში და თუ დეპოლარიზაცია გვინდა და თუ გვინდა ვალდებულებების შესრულება, თუ ხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან რაიმე კომპრომისს ამ საკითხთან დაკავშირებით? იმიტომ რომ მაისიდან ის უკვე სასჯელს იხდის და შესაძლებელია თუ არა კონკრეტული ნაბიჯების მოფიქრება თქვენი მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ნიკა გვარამია იქნეს გათავისუფლებული“,- იკითხა თამარ კორძაიამ. პროცედურის თანახმად, პრემიერ-მინისტრი დეპუტატთა შეკითხვებს მოგვიანებით გასცემს პასუხს. 2014 წელს 16 სექტემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას თანასოფლელი კაცები თავს დაესხნენ და საჯაროდ, მთელი სოფლის თვალწინ სასტიკად სცემეს. მომხდარიდან ორი დღის შემდეგ ხანუმ ჯეირანოვა გარდაიცვალა. პროკურატურის ვერსიით, მან თავი მოიკლა. ევროპარლამენტში ლიბერალურ პარტიათა გაერთიანებამ - "ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა ევროპისთვის" (ALDE) - 10 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს ALDE-ს პრეზიდენტი ილჰან კიუჩუკი აწერს, თქვა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გაატაროს. საქართველოს პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, რო...
წყარო

Deaaa

ბათუმი
  • 15 თვის წინ

Irinkaa

თბილისი
  • 18 დღის წინ

Darina

თბილისი
  • 15 თვის წინ

Amira

ბათუმი
  • 8 დღის წინ

Nino

თბილისი
  • 1 თვის წინ

Renna transi

თბილისი
  • 1 დღის წინ

Emma

თბილისი
  • 5 თვის წინ

Sofya

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 14 დღის წინ

Nita

თბილისი
  • 9 თვის წინ

Natali

თბილისი
  • 2 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 13 თვის წინ