ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას: ერთადერთი ხსნა გაქვთ, აირჩიოთ კლოუნი ხაბეიშვილი

ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარებულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ისინი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში დაადანაშაულა და უთხრა, რომ არ აპირებდა სათითაოდ ეპასუხა მათი შეკითხვებისთვის. ღარიბაშვილი ოპოზიციონერი პარტიების დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე პასუხების მისაღებად დაიბარეს. პრემიერმა დღეს ოპოზიციას უთხრა, რომ მმართველი პარტია, ოპოზიციისგან განსხვავებით, ემსახურება საქართველოს და ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე მნიშვნელოვანი ქვეყნის გაერთიანებაა. "ჩვენი არაერთი მცდელობისა, რომ რაიმენაირად შეგვეცვალა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი, მტრული დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, უშედეგო აღმოჩნდა. ვიცით, რომ ესაა უტოპია. ამიტომ მე ყოველგვარი ემოციის და ენერგიის დახარჯვის გარეშე ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ გიპასუხოთ სათითაოდ. თქვენს დემაგოგიას და თქვენს სიცრუეს, ფარისევლობას ჩვენ ვუპირისპირებთ სიმართლეს. სიმართლე არის შემდეგი: თქვენგან განსხვავებით, ვემსახურებით საქართველოს", - პრემიერ-მინისტრის ამ სიტყვებს დარბაზში მისი თანაგუნდელების ტაში მოჰყვა. "თქვენ მინდა დაგისვათ კითხვა: გააცნობიეროთ, ვის ემსახურებით. ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული, დეგრადირებული ოპოზიცია არ მინახავს 10 წელია... ერთადერთი ხსნა გაქვთ, ბატონო და ქალბატონო ოპოზიციის წარმომადგენლებო, რომ აირჩიოთ კლოუნი ხაბეიშვილი თავმჯდომარედ. დიდი გამოწვევაა, მაგრამ ეს არის თქვენი ხსნა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ასევე ნახეთ სამადაშვილი ღარიბაშვილს: არ შეიძლება ბერა ივანიშვილის თანაშემწე იყოს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილმა თქვა ისიც, რომ საქართველომ "ჯერ ის უნდა გააკეთოს, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს სჭირდება". ...
წყარო

Vika ukrainka

თბილისი
  • 20 წუთის წინ

Nini

თბილისი
  • 4 დღის წინ
  • VIP

თეო

თბილისი
  • 1 წუთის წინ

nita

თბილისი
  • 1 თვის წინ

Viona

თბილისი
  • 1 დღის წინ

Teoo

ბათუმი
  • 2 საათის წინ

Lana

ბათუმი
  • 4 თვის წინ

Salome

თბილისი
  • 12 დღის წინ

ნატა

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 17 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 15 თვის წინ

Milena

თბილისი
  • 13 საათის წინ