ნიკა სიმონიშვილი: ტყუილია, რომ ამერიკიდან დახმარება რაც არის, „ენჯეოებზე” მოდის. „ენჯეოებზე” გამოყოფილი გრანტების მიღმა გაცილებით დიდი ნაწილი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზე მოდის

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, ტყუილია ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების უდიდესი ნაწილი “ენჯეოებზე” მოდის. მისი თქმით, “ენჯეოებზე” გამოყოფილი გრანტების მიღმა გაცილებით დიდი ნაწილი, თვითონ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზე მოდის. ასე გამოეხმაურა სიმონიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ აშშ-ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის „ენჯეობზე“, ამიტომ იდარდონ „ენჯეოებმა“. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, არასამთავრობო სექტორზე თავდასხმა, საბოლოო ჯამში მიმართულია უცხოელი პარტნიორების მიმართ თავდასხმაზე. მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ, “ენჯეოებს” ამერიკის აგენტებს უწოდებენ. „როდესაც ჩვენ გვესხმიან თავს და საუბრობენ იმაზე თუ რას აკეთებენ “ენჯეოებიო”, საბოლოო ჯამში ეს რიტორიკა მიდის იქამდე, თითქოს ჩვენ ვაკეთებთ უცხო ქვეყნის საქმეს, რა თქმა უნდა, აქ მოიაზრება ამერიკის შეერთებული შტატები ან ევროკავშირის ქვეყნები. ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე კეთდება აქცენტი, თითქოს ისინი ცუდ საქმეს გვიკვეთავენ და ჩვენ ამ ცუდ საქმეს ვაკეთებთ. ადამიანები, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ, ჩვენ გვეძახიან ამერიკის აგენტებს. ჩვენ ვატყობთ, რომ ხელისუფლებას დიდი ხანია მიზნად აქვს მარწუხებში მოაქციოს ნებისმიერი ორგანიზაცია, ნებისმიერი ადამიანი, ვინც განსხვავებულ აზრს გამოხატავს. „ქართულ ოცნება“ მიზნად აქვს დაატყვევოს და აკონტროლოს ქართული საზოგადოება და ებრძვის ყველას, ვინც ამ მიზანში შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიოს. კარგად გავაანალიზოთ რა დახმარებაზე და დაფინანსებაზეა საუბარი. ტყუილია ის, რომ ამერიკიდან დახმარება რაც არის, “ენჯეოებზე” მოდის. “ენჯეოებზე” გამოყოფილი გრანტების მიღმა გაცილებით დიდი ნაწილი, თვითონ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზე მოდის. გავიხსენოთ ისიც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის გრანტზე თქვა უარი, მხოლოდ იმის გამო, რომ არ სურდათ დემოკრატიული რეფორმების გაფორმება სასამართლოსთან მიმართებით. რაც სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რაც ქართული კულტურის გაძლიერებას ხმარდება, ქართული ტრადიციული ძეგლების აღდგენას ხმარდება, ამ თანხაზე ამბობს უარს ხელისუფლება. „ქართულ ოცნებას“ სამოქალაქო სექტორის მარწუხებში მოქცევა და დასავლეთზე პირდაპირი თავდასხმა მე ვფიქრობ, გაუჭირდება. ამის რესურსი ამ ეტაპისთვის არ აქვს“,- განაცხადა სიმონიშვილმა. სიმონიშვილის განმარტებით, არასამთავრობო სექტორში ასობით ადამიანია დასაქმებული, ასობით ადამიანს აქვს შემოსავლის წყარო. „ირაკლი კობახიძე ამბობს იმას, რომ ჩვენ როდესაც ასობით ადამიანს ვე...
წყარო

Ina

თბილისი
  • 11 თვის წინ

Natia.p

თბილისი
  • 6 თვის წინ

Natali

თბილისი
  • 46 წუთის წინ

Lizi

თბილისი
  • 7 საათის წინ

Lika

ბათუმი
  • 19 საათის წინ

Самира

ბათუმი
  • 3 დღის წინ

Natia

თბილისი
  • 16 თვის წინ

Marishka

ბათუმი
  • 18 დღის წინ
  • 100%

Елена

თბილისი
  • 1 დღის წინ

Sopio

თბილისი
  • 3 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Elene

თბილისი
  • 3 წუთის წინ