ღარიბაშვილი: 24 საათი საუბრობთ სტატუსზე - ბევრ ქვეყანას აქვს, მაგრამ წლებია, წევრობას ელოდებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს ვითარების არასწორად წარმოჩენას - "თითქოს [EU-ს სტატუსის მიღების გარდა], სხვა საკითხი, სხვა დღის წესრიგი ჩვენ არ გაგვაჩნია". პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ისაუბრა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე. "24 საათი ლაპარაკობთ სტატუსზე. გასაგებია, გავიგეთ. გეთანხმებით, რომ სტატუსი არის მნიშვნელოვანი. მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ კანდიდატის სტატუსი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული და მას შემდეგ ისინი წლებია ელოდებიან წევრობასაც, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა მათ შემთხვევაში. ეს არის ერთი ეტაპი, პროცესი. ამის შემდეგ იწყება სხვა პროცესი. წლები დასჭირდება, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, ამას სჭირდება მომზადება და არ სჭირდება ფარისევლობა და ტყუილი. გამოდიხართ და ატყუებთ ხალხს, თითქოს რაღაცა სასწაული მოხდება, თუ არ მივიღებთ სტატუსს. სტატუსს მიიღებს საქართველო იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. ასევე ნახეთ ღარიბაშვილი: დამთავრდა ის დრო, როცა ჩვენ უნდა შევასრულოთ ქვეყნისთვის საზიანო დირექტივები მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხი არსებობს ქვეყნისთვის: "სტატუსი, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, რომელზეც ეს ადამიანები არ საუბრობენ და რომელთა ბრალია ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, მათ ვერ დაიცვეს ჩვენი ქვეყანა." три საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად თბილისის ცენტრში არაერთხელ გაიმართა ფართომასშტაბიანი აქციები. რამდენიმე ათასი ადამიანი დედაქალაქის ცენტრში რამდენიმე დღის განმავლობაში იკრიბებოდა. renderExternalContent("//www.radiotavisupleba.ge/embed/player/0/31913986.html?type=video&pangeaEmbed=true", "//www.radiotavisupleba.ge/media/video/31913986.html?type=video") საქართველოს პარლამენტში დღეს, 18 ნოემბერს, ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენდნენ - მას კითხვით ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გიორგი ვაშაძემ, პაატა მანჯგალაძემ, თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ, ტარიელ ნაკაიძეს, თამარ კორძაიამ, როსტომ ჩხეიძემ და ნატო ჩხეიძემ მიმართეს. დეპუტატებს აინტერესებდათ, რა ნაბიჯები გადაიდგა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად. ...
წყარო

Nata

თბილისი
  • 13 თვის წინ

Eka

ქუთაისი
  • 4 წუთის წინ

Natasha

ქუთაისი
  • 4 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 5 თვის წინ
  • VIP

Ani

თბილისი
  • 48 წუთის წინ

Nino

თბილისი
  • 1 თვის წინ

აბასთუმანი
  • 3 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 1 თვის წინ

Irinkaa

თბილისი
  • 9 დღის წინ

Natia

თბილისი
  • 16 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 2 დღის წინ

Anjela

თბილისი
  • 15 თვის წინ