ანა ნაცვლიშვილი სენატორ შაჰინის შესახებ ირაკლი ზარქუას რეპლიკაზე: კი არ წამოსცდა ზარქუას, ეს არის „ქართული ოცნების” პოზიცია

კი არ წამოსცდა ზარქუას, ეგაა „ქართული ოცნების” პოზიცია და ესაა ძალიან საშიში, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ზარქუას მიერ სენატორ ჯინ შაჰინზე გაკეთებული შეურაცხმყოფელი რეპლიკის შესახებ საუბრისას განაცხადა. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ზარქუას განცხადებას უნდა გამიჯვნოდა, თუმცა მან ეს არ გააკეთა, რადგან ეს „ქართული ოცნების“ პოზიციაა. „ღარიბაშვილი უნდა გამიჯვნოდა ამ განცხადებას, მაგრამ არც პრემიერი, არც კობახიძე და რამდენიმე სპიკერიდან, ვინც გამოვიდა ტრიბუნასთან, არცერთი ზარქუას არ გაემიჯნა, ესე იგი ესაა მათი პოზიცია. კი არ წამოსცდა ზარქუას, ეგაა მათი პოზიცია და ესაა ძალიან საშიში იმიტომ, რომ დღეს რომ დადგა კობახიძე ტრიბუნასთან, საუბრობდა იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ფულს თუ აღარ გადმოგვირიცხავს, ეს NGO-ებმა იდარდონო. აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არ დაიყვანება თუნდაც იმ მილიონობით დოლარზე, რომლითაც ისინი ჩვენ გვეხმარებიან. ის კიდევ ცალკეა სესხებს რომ ვიღებთ მსოფლიო ბანკისგან და ა.შ. დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, არაღიარების პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიებისა დიდწილად დამოკიდებულია აშშ-ზე. აშშ-ის ლომის წვლილია იმაში, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი არის აღიარებული, დაცული და არავინ არ აღიარებს რუსეთის სურვილებს, არ აკეთებს იმის ლეგიტიმაციას, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები აღიარონ როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. უდიდესი წვლილია მათი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გამტკიცებასა და უსაფრთხოების სექტორში“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა....
წყარო
  • 100%

Nata

თბილისი
  • 42 წუთის წინ

Marieta

თბილისი
  • 10 თვის წინ

სოფი

ქუთაისი
  • 1 დღის წინ

Taso

ქუთაისი
  • 6 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 3 დღის წინ

ტრანსი ანჯელინა

თბილისი
  • 4 დღის წინ

Mariko

თბილისი
  • 19 თვის წინ

Mako ❤️

თბილისი
  • 6 დღის წინ

Sali

თბილისი
  • 14 საათის წინ

Ella

ბათუმი
  • 2 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 5 საათის წინ

ნუკი

ქუთაისი
  • 6 საათის წინ