ელჩი დეგნანი: არასამთავრობოების შეზღუდვა ჟღერს, როგორც რაღაც კრემლის სახელმძღვანელოდან ამოღებული

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად შეაფასა მოძრაობა „ხალხის ძალის" განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რისთვისაც საკანონმდებლო ჩარჩოს თავად მოამზადებენ. „რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს შეზღუდვას, ეს ჩემთვის ჟღერს, როგორც რაღაც კრემლის სახელმძღვანელოდან ამოღებული. რასაც ვხედავთ რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, არ მგონია, რომ ამისთვის მუშაობდა საქართველო გასული 30 წლის განმავლობაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა დღეს, 18 ნოემბერს, ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის ღონისძიების დასრულების შემდეგ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში. ელჩმა თქვა, რომ მისი გამოცდილებით, ვინაიდან ბევრს მოგზაურობს საქართველოში, ჩანს რაოდენ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად. მისი თქმით, ამიტომაც ეხმარებიან საქართველოს მოქალაქეებს, ერთად შექმნან არასამთავრობო ორგანიზაციები. ამასთან, ელჩის თქმით, აკვირვებს და დამაბნეველია, როცა პარლამენტის ზოგი წევრი, რომლებმაც თავიანთი საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციებში დაიწყეს, ახლა აკრიტიკებს ამ ორგანიზაციების გაწეულ კარგ სამუშაოს. „მაკვირვებს ხანდახან, ვინაიდან პარლამენტის დეპუტატები, მმართველი პარტიის ჩათვლით, მუშაობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებში, დაიწყეს საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციებში, საქართველოს განვითარებაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების კარგი მუშაობით. ამიტომ ჩემთვის ცოტა დამაბნეველია არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა. არ მსურს, საქართველომ დაკარგოს ძალა და ხმა, რომელიც საქართველოს ხალხს აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებში და სამოქალაქო საზოგადოებაში მონაწილეობით, ეს ხომ ესოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი დემოკრატიისა და ძლიერი საქართველოსთვის“, - თქვა დეგნანმა. ელჩის თქმით, შეერთებული შტატები მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აფინანსებს, მუშაობს საქართველოს მთავრობასთან ერთად, იმაში დასარწმუნებლად, რომ დახმარება მიდის ყველა კუთხემდე და ამ მხარდაჭერას აშშ მომავალშიც გააგრძელებს. ელჩმა ის სფეროებიც ჩამოთვალა, რომლისკენაც მიმართულია აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერა, მათ შორისაა სოფლის მეურნეობა, სტუდენტური საგანმანათლებლო პროგრამები. "შეეკითხეთ საქართველოს თავდაცვის ძალებს, რომლებიც აშშ-ის სამხედროებთან მუშაობენ, სანაპირო დაცვასთან, ჩვენს სასაზღვრო პოლიციასთან, ჩვენს სამართალდამცველებთან. ეს არ კეთდება არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. ეს, ძირითადად, ხელისუფლების მეშვეობით ან უშუალოდ, ხალხთან ერთად კეთდება", - განაცხადა კელი დეგნანმა. 18 ნოემბერს, მოძრაო...
წყარო

Sali

თბილისი
  • 13 თვის წინ

Masho

თბილისი
  • 7 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 29 თვის წინ

Sofi 28

ქუთაისი
  • 12 საათის წინ
  • 100%

Оксана

თბილისი
  • 11 საათის წინ

Nanka

ბათუმი
  • 4 დღის წინ
  • VIP

Dea

თბილისი
  • საიტზეა

Mistress

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

anania

ქუთაისი
  • 11 საათის წინ

Tata

თბილისი
  • 17 თვის წინ

Mako ❤️

თბილისი
  • 8 დღის წინ

Ana

თბილისი
  • 15 თვის წინ