რუსულენოვან კლასებში ბავშვების რაოდენობა უკრაინელი მოსწავლეების გამოა გაზრდილი - ამბობს განათლების მინისტრი

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, ქვეყანაში რუსულენოვან სკოლებსა და სექტორებში მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა უკრაინაში ომის დაწყებას უკავშირდება. მინისტრმა საქართველოს პარლამენტში დაასახელა კონკრეტული რიცხვებიც. "რუსულენოვან სკოლებსა და სექტორებში მოსწავლეთა ზრდა უმთავრესად უკავშირდება 2022 წლის 24 თებერვლის შემდგომ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე იმ პირების შემოსვლას, რომლებიც ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის ტერიტორიაზე... უკრაინელ მოსწავლეებს საკუთარი სურვილით შესაძლებლობა ეძლევათ სხვადასხვა ენაზე გააგრძელონ სწავლა საქართველოს ტერიტორიაზე საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც ქართულ, უკრაინულ და რუსულ, ასევე სხვა მათთვის სასურველ ენებზე. სწორედ აქედან გამომდინარე გაიზარდა რუსულენოვან სექტორებზე სწავლის გაზრდის მსურველთა რაოდენობა, რაც არ გულისხმობს რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების ზრდას", - განაცხადა განათლების მინისტრმა. ​ჩხენკელმა დეპუტატებს უთხრა, რომ ქვეყანაში სულ 11 რუსულენოვანი სკოლა და 45 სექტორია, 2020-2022 წლებში დამატებით ავტორიზაცია არცერთ რუსულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას არ გაუვლია. მისივე თქმით, 2021 წლის მაისის მდგომარეობით, რუსულენოვან სკოლებსა და სექტორებში ჩარიცხულ მოსწავლეთა რაოდენობა იყო 14 222, ხოლო 2022 წლის ნოემბრის მონაცემებით - 16 042. რაოდენობა გაზრდილია 1820 ბავშვით. ასევე ნახეთ რუსული სკოლები საქართველოში - სად და როგორ სწავლობენ რუსი მიგრანტების შვილები საქართველოს განათლების მინისტრი საქართველოს პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების ნიკა მაჭუტაძის, ანა წითლიძის, დავით ხაჯიშვილის, გიორგი გოდაბრელიძის, თამარ ჩარკვიანის, სულხან სიბაშვილის, ბაჩუკი ქარდავასა და გიორგი ბოტკოველის მოთხოვნით მივიდა. მას დეპუტატებმა ოთხი კითხვა დაუსვეს, მათ შორის, რუსულენოვან სკოლებზე, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზე, სკოლების ინტერნეტიზაციასა და ლანჩხუთის რაიონში სკოლის დემონტაჟზე. ...
წყარო

Gvanca.

ქუთაისი
  • 5 თვის წინ

Ekuna varketili

თბილისი
  • 9 თვის წინ

Oqsana

ქუთაისი
  • 17 დღის წინ

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ
  • VIP

Lina

თბილისი
  • 12 საათის წინ

Ancho

თბილისი
  • 1 თვის წინ

Mako ❤️

თბილისი
  • 8 დღის წინ

Sopo

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 3 დღის წინ

Dada

თბილისი
  • 10 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 15 თვის წინ

Eva

ბათუმი
  • 4 თვის წინ