მელია EPP-ის რეზოლუციაზე: მნიშვნელოვანია ქვეყნაში არსებული პრობლემების წარმოჩენისთვის

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ის რეზოლუცია, რომელიც მემარჯვენე-ცენტრისტულმა გაერთიანებამ "ევროპის სახალხო პარტიამ" (EPP) მიიღო. მისი კომენტარი მედიას პარტიის პრესსამსახურმა მიაწოდა. ასევე ნახეთ EPP ევროკავშირს ივანიშვილის სანქცირებისკენ. საქართველოს მთავრობას კი სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს "ეს რეზოლუცია მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, მნიშვნელოვანია იმ პრობლემების კიდევ ერთხელ წარმოჩენისთვის, რომელიც სამწუხაროდ ქვეყანაში არსებობს. ეს რეზოლუცია ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტპატიმრების პირობებში გაჭირდება ქვეყნის სრულფასოვანი წევრობა ევროპულ ოჯახში. ეს არის მორიგი რეზოლუცია, სადაც შავით თეთრზე საუბარია, რომ ოლიგარქი, არაფორმალური მმართველი ივანიშვილის სახით უნდა დაექვემდებაროს დასავლურ სანქციებს... ვიმედოვნებ, რომ წარმოუდგენელი დასავლური ზეწოლა მოვა თანხვედრაში ქართული საზოგადოების ზეწოლასთან და ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება, რათა ქვეყანამ დაიმკვიდროს თავისი ადგილი ევროპულ ოჯახში", - აცხადებს მელია. "ნაციონალური მოძრაობა" "ევროპის სახალხო პარტიის" წევრია. "ევროპის სახალხო პარტია" დღეს, 18 ნოემბერს მიღებული რეზოლუციით ევროკავშირსა და პარტნიორებს მილიარდერი ბიზნესმენის, საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილისთვის სანციების დაწესებისკენ, საქართველოს მთავრობას კი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ...
წყარო

Kato

თბილისი
  • 1 თვის წინ

Mari

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nanuka

თბილისი
  • 17 თვის წინ
  • VIP

Mia

თბილისი
  • საიტზეა
  • 100%

Оксана

თბილისი
  • 1 დღის წინ

Sali

ბათუმი
  • 13 საათის წინ
  • VIP

Lika batumi

ბათუმი
  • 2 საათის წინ
  • VIP

Mariami

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 15 თვის წინ

Nita

თბილისი
  • 12 თვის წინ

N i a

თბილისი
  • 11 თვის წინ
  • 100%

Maria

ბათუმი
  • 7 თვის წინ