სააკაშვილის დედა და ადვოკატი ყოფილი პრეზიდენტის სავარაუდო ინტოქსიკაციაზე საუბრობენ

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია და ადვოკატი ვალერი გელბახიანი ყოფილი პრეზიდენტის სამედიცინო დასკვნის დეტალებზე და სააკაშვილის სავარაუდო ინტოქსიკაციაზე საუბრობენ. ადვოკატის თქმით, არის საფუძველი, ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია. "სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არცერთი დაავადება", - უთხრა მან ტვ პირველს. ცენტრ "ემპათიის" დასკვნა, ჯერჯერობით, საჯარო არ არის, მათ რამდენიმე დღის წინ დაასრულეს მასზე მუშაობა. ტელეკომპანია "მთავარ არხთან" საუბარში გიული ალასანია ჰყვება, რომ დასკვნის თანახმად, სააკაშვილის ორგანიზმში ვერცხლისწყალი აღმოჩნდა. "ვერცხლისწყალი იყო [დასკვნაში]. იქ ჩამონათვალია, რა შეიძლება, გამოიწვიოს ვერცხლისწყლის გარკვეულმა... როგორ მოხვდა [ორგანიზმში], რა თქმა უნდა, უცნობია. ინტოქსიკაციაა ესეც და იძლევა საფუძველს, რომ დაუყოვნებლივ იყოს გათავისუფლებული" , - ამბობს გიული ალასანია. ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, რას ფიქრობს, როგორ შეიძლება, მოხვედრილიყო ორგანიზმში ვერცხლისწყალი? გიული ალასანია პასუხობს: "მხოლოდ ხელოვნურად, იმიტომ, რომ ადამიანი მარტო, იზოლირებულად არის, თავად ვერ გადაყლაპავდა... ეს არის იმის საფუძველზე, რა გამოკვლევებიც მიღებულია... ეს დასკვნა დაწერილია მოწვეული ექსპერტების დასკვნების საფუძველზეც". მისივე ცნობით, დასკვნაში რამდენჯერმეა ნახსენები დემენცია. ცენტრ "ემპათიაში" დასკვნის შინაარსზე ჯერ არ საუბრობენ. ცენტრის ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი საქართველოში არაა, "რადიო თავისუფლებამ" მასთან დაკავშირება ვერ შეძლო. ცენტრის ექიმმა, ოთარ თოიძემ კი განაცხადა, რომ დიაგნოზი კონფიდენციალურია და გიული ალასანიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "არც ადასტურებს და არც უარყოფს". "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში კლინიკა "ვივამედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ საწინააღმდეგოს ამტკიცებს მათი ჩატარებული ლაბორატორიული კვლევები. მისი თქმით, მათ, არამხოლოდ საქართველოში და არაერთხელ ჩაატარეს კვლევა მძიმე მეტალებზე, შედეგი კი უარყოფითი იყო. "ის დასკვნა რაზეც საუბრობს უკვე რამდენიმე თვეა "ემპათია", გავიდა ეს დღეები და არ გვინახავს, ჩვენთან არანაირი დასკვნა არ წარმოუდგენიათ და არანაირი კონსულტაციები არ ჰქონიათ. რაც შეეხება ინტოქსიკაციას, რაღაც მეტალებით, ჩვენ ჩატარებული გვაქვს არაერთგზის კვლევა ტოქსინებზე, მძიმე მეტალებზე, არამხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც და მსგავსი არაფერი არ აღმოჩენილა. არ ვიცი, რაზეა საერთოდ საუბარი. ლაბორატორიული კვლევები გავაკეთეთ საერთაშორისო ექსპერტების ჩამოსვლამდე და შემდეგაც", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. ასევე ნახეთ "დიაგნოზები შეუთავსებელია პატიმრო...
წყარო

Eka varketili

თბილისი
  • 23 დღის წინ
  • VIP

Ina

თბილისი
  • 1 წუთის წინ

Tekla

თბილისი
  • 16 დღის წინ

Dada

თბილისი
  • 43 წუთის წინ

Marisha

თბილისი
  • 1 თვის წინ

Natia

თბილისი
  • 5 თვის წინ
  • VIP

Lara

თბილისი
  • 2 საათის წინ

Alivia

თბილისი
  • 18 საათის წინ

Lika

ქუთაისი
  • 5 თვის წინ

Megi

თბილისი
  • 17 დღის წინ

Salo

თბილისი
  • 1 დღის წინ

ნუკი

ქუთაისი
  • 6 საათის წინ