სტუდენტური მოძრაობა: პროტესტის შედეგად, თსუ საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს

"მაისის სტუდენტური მოძრაობა" აცხადებს, რომ პროტესტის შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ მოძრაობა ფეისბუქგვერდზე ავრცელებს განცხადებას. მათივე ცნობით, უნივერსიტეტში შეიქმნა ორი სამუშაო კომისია, რომელიც, სტუდენტებთან ერთად შეისწავლის მიწისა და კალკულაციის საკითხებს, ხოლო, დასკვნის საფუძველზე უნდა დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები. სტუდენტი მოძრაობა აცხადებს, რომ განიხილება ორი პოტენციური ობიექტი - მე-11 კორპუსის (განივის) გვერდით მდებარე ე.წ. ხიმინჯები და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ძველი შენობა: "პირველი ობიექტზე, რომლის ფართობია დაახლოებით 5000კვ.მ. შეუიარაღებელი თვალითაც ხილვადია, რომ ამ კონსტრუქციის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. შესაბამისად, საჭირო იქნება მისი დაკონსტრუქცია და ახლის აშენება. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ხარჯებთან, რომელსაც, ადმინისტრაციის წარმომადგენლების და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ამ ეტაპზე უნივერსიტეტის ბიუჯეტი ვერ დაფარავს. ამიტომ, ჩვენი, მაისის სტუდენტური მოძრაობის, პოზიციაა, სახელმწიფოს ჩართულობით მოხდეს ამ ობიექტის სამომავლო პერსპექტივაში განხილვა და მის ადგილზე ფართომასშტაბიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლისთვის საჭირო რესურსების მობილიზება. არსებული სივრცეში შესაძლებელია დაახლოებით 500 ადგილიანი საცხოვრებლის აშენება. მეორე ობიექტი, რომელიც, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, განიხილება, როგორც მომავალი პოტენციური სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, ახლანდელი მოცემულობით, მოიცავს 118 ოთახს. მათი ნაწილი გამოყენებული იქნება სამეურნეო მიზნებისთვის, ნაწილში მოეწყობა საერთო სტუდენტური სივრცეები, დაახლოებით 80-90 ოთახი გამიზნულია საცხოვრებლად (180 ადგილი). ობიექტის შემოწმებისა და ნებართვის მიღების შემდეგ, შესაძლებელია სართულის დაშენება, რაც დამატებით 60 ოთახს (120 ადგილს) უზრუნველყოფს". "მაისის სტუდენტი მოძრაობა" ამ ორი ობიექტის ამსახველ ფოტოებს ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. три თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა საპროტესტო აქციები 2022 წლის აპრილის ბოლოს დაიწყო. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კოვიდპანდემია დასრულებულად გამოცხადდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ზუსტად ორწლიანი დისტანციური სწავლების შემდეგ, 2 მაისიდან სტუდენტების კვლავ აუდიტორიებში დაბრუნება გადაწყვიტა. 20 აპრილს, თსუ-ს პირველ კორპუსთან გამართული სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა უნივერსიტეტს დისტანციურ სწავლებაზე დაბრუნება სთხოვეს, რადგან ამბობდნენ, რომ თბილისში გასაქირავებელი ბინების ფასის გაძვირების გამო, რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს არ ჰქონდათ საშუალება, თბილისში ჩამოსულიყვნენ. სტუდენტების სამკვირიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღ...
წყარო

Luba

თბილისი
  • 14 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Natia

თბილისი
  • 5 თვის წინ

Mira

ბათუმი
  • 14 საათის წინ

Rina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Bela transi

თბილისი
  • 7 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 28 თვის წინ

Liliana

თბილისი
  • 19 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 12 დღის წინ

Saly

თბილისი
  • 27 თვის წინ

Ani

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

Lina

თბილისი
  • 12 საათის წინ