ნიკოლოზ სააკაშვილი: ხვალვე უნდა იყოს გაყვანილი – ნუ წავართმევთ სიცოცხლეს მიშას

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მამის, ნიკოლოზ სააკაშვილის განცხადებით, სააკაშვილს გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც საქართველოში არ ტარდება. როგორც მან სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, ელის, რომ ხელისუფლება კეთილ ნებას გამოიჩენს და მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანენ. „დღეს მე ვამბობ, რომ ხვალვე უნდა იყოს გაყვანილი. მე თვითონ ექიმი ვარ, ტოქსიკოლოგიაში ოდესღაც ნამუშევარი ვარ და ვიცი, რაც არის ნეფროპათია, რომელსაც იწვევს ტოქსინების შეყვანა. კარგად ვიცი რა ცვლილებები ხდება ღვიძლში. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს ანტიდოტური თერაპია და ერთი ოპერაცია, რომელიც აქ არ კეთდება. ეს არის მხრის სახსრის პროთეზირება, კიდურებზე კეთდება, რომლის გარეშე შეიძლება სამუდამოდ ინვალიდად დარჩეს. ეს უკვე დაგვიანებულია, მაგრამ შეიძლება ამ დაგვიანების გამოსწორებაც. ამიტომ, ხელისუფლებისგან კეთილ ნებას ველოდები პირადად. როგორ დგას იცით საკითხი? ლაპარაკი არ არის, მოგწონს თუ არ მოგწონს, კაცი კვდება, მას სიცოცხლეს ვერ წაართმევ, მხოლოდ უფალი ართმევს. შენ რა უფლება გაქვს, რომ წაართვა და გასცე განკარგულება, რომ ეს არის „ფეიკი“? ვინც ამას ლაპარაკობს, თვითონ არიან „ფეიკები“. აბსოლუტურად არავის ვეხები და არც მჩვევია ვიღაცის ლანძღვა-გინება. ჩემი მიზანია, დროულად მოვახერხოთ ეს სასამართლოს მეშვეობით და არა ძალისმიერი მეთოდებით“,-განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, აქ საუბარი არ არის მიხეილ სააკაშვილზე, როგორც ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტზე ან პატიმარზე, არამედ მოქალაქეზე, რომლის სიცოცხლე საფრთხეშია. „საბოლოო მოთხოვნა იქნება, ნუ წავართმევთ სიცოცხლეს მიშას, მე არ ვლაპარაკობ პრეზიდენტზე და პატიმარზე, მოქალაქეზე ვლაპარაკობ. მოქალაქეს ნუ წავართმევთ სიცოცხლის უფლებას. ეს უნდა დაიმახსოვროს აბსოლუტურად ყველამ, ამის დრო კიდევ არის“,-განაცხადა სააკაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, „უფალი იყურება და არავის არაფერს შეარჩენს, ბუმერანგივით დატრიალდება“. ის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს. „არ ვსაუბრობ სხვადასხვა სისტემაზე- სასჯელაღსრულების სისტემა, იუსტიციის სამინისტრო, ყველა მონაწილეა, კლინიკებიც, მაგრამ არავისზე ხელის დადება არ მჩვევია, რომ მივუთითო ვისგან მოდის. ეს არის კომპლექსური ამბავი და ვფიქრობ, რომ ალბათ, რუსეთიდან იმართება“,-განაცხადა სააკაშვილმა....
წყარო

Lika

თბილისი
  • 12 თვის წინ

Sara

ბათუმი
  • 1 თვის წინ

Natia

თბილისი
  • 18 დღის წინ

Liziko lizi

ქუთაისი
  • 7 საათის წინ

Mari

თბილისი
  • 11 თვის წინ

Irinka varketili

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lera

რუსთავი
  • 7 თვის წინ

Aniko

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 5 თვის წინ

Liza varketili

თბილისი
  • 23 დღის წინ

Ela

ბათუმი
  • 2 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 1 დღის წინ