პენიტენციური სამსახური: "სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა არავის მოუწოდებია"

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია. „მსჯავრდებული სააკაშვილი საავადმყოფოში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები უტარდება. საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით, ყველას გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოვუწოდებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში. საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია. მისი თქმით, მოწამვლის შესახებ ეჭვი დიდი ხნის წინ თავად მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა. ასევე ნახეთ სააკაშვილის დედა და ადვოკატი ყოფილი პრეზიდენტის სავარაუდო ინტოქსიკაციაზე საუბრობენ 20 ნოემბერს, 14:00 სთ-ზე თბილისში, მთაპვრობის კანცელარიასთან, საპრპოტესტო აქციაა დანიშნული დევიზით „გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილი“. ...
წყარო

Feride

თბილისი
  • 26 დღის წინ

Niako

თბილისი
  • 22 დღის წინ

Marika

თბილისი
  • 6 საათის წინ

Aniko

ქუთაისი
  • 58 წუთის წინ

Anna

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lana

თბილისი
  • 5 დღის წინ

Gvanca.

ქუთაისი
  • 5 თვის წინ

Elene

თბილისი
  • 1 დღის წინ

Анжелина

თბილისი
  • 30 თვის წინ

Irinka

თბილისი
  • 6 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 1 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 1 წუთის წინ