რატომ უნდა მივირთვათ თევზი

თევზი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი საკვები პროდუქტია მთელ პლანეტაზე. იგი მდიდარია პროტეინებით და ისეთი აუცილებელი ნივთიერებით, როგორიცაა D ვიტამინი. მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი მთავარ როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში, ძვლების, თმის, კანის, ფრჩხილების სიჯანსაღის შენარჩუნებაში. მისი ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. თევზი ასევე შეიცავს ომეგა 3-ს, რომელიც გონების ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესი საკვები დანამატია. ერთ-ერთი ამერიკული კვლევის თანახმად, 40 000 ადამიანში, რომლებიც კვირაში მინიმუმ ერთხელ მიირთმევდნენ თევზეულს, გულის დაავადებების რისკი 15%-ით მცირე იყო. მეცნიერების აზრით, ცხიმიანი თევზი უფრო სასარგებლოა, რადგან ომეგა 3-ის მაღალი შემცველობა აქვს. ეს ნივთიერება ასევე უზრუნველყოფს ზრდასა და განვითარებას ბავშვებში. მნიშვნელოვანია თვალების ჯანმრთელობისთვის და გონებისთვის. ამცირებს ალცამიერის განვითარების რისკს. დადასტურებული არ არის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ თევზი დეპრესიასთან ბრძოლაშიც კი გვეხმარება. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მენტალური პრობლემაა, რომელიც უხასიათობით, მოწყენილობით, ენერგიის ნაკლებობით და ინტერესების დაკარგვით გამოიხატება. საკმარისი რაოდენობით თევზის მირთმევა გვიცავს ასაკის მატებასთან ერთად სხვადასხვა დაავადებების გავრცელებისგან. მაგალითად, ამცირებს მხედველობის დაქვეითების რისკს. ასევე შესაძლოა, დაგეხმაროთ ძილის გაუმჯობესებაში. გარდა უამრავი სასარგებლო თვისებისა, არის ძალიან გემრიელი და არც ისე რთულად მოსამზადებელი. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც შემწვარ, ისე მოხარშულ მდგომარეობაში. მოამზადოთ სალათები ან სენდვიჩები. გააკეთეთ ეს კვირაში ორჯერ მაინც და თქვენს ჯანმრთელობაზე მკვეთრად დადებითად აისახება. წყარო/ფოტო: Health Line...
წყარო

Nini

ქუთაისი
  • 1 დღის წინ

Lilia

ქუთაისი
  • 4 დღის წინ

Lizi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lana

თბილისი
  • 7 დღის წინ
  • 100%

ალისია

ქუთაისი
  • 8 დღის წინ

Lizi 7

ბათუმი
  • 24 დღის წინ

Moni

თბილისი
  • 5 თვის წინ

Anano

თბილისი
  • 8 საათის წინ
  • VIP

Renna transi

თბილისი
  • 13 საათის წინ

Tekla

ბათუმი
  • 29 დღის წინ

Iulia

თბილისი
  • 16 საათის წინ

Sveta

ქუთაისი
  • 12 თვის წინ