"გადავარჩინოთ მიშა!" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - „თავისუფლება მიშას“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სააკაშვილის ოჯახის წევრებმა, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, მედიკოსებმა და მოქალაქეებმა. 19 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის კვლევის ნიმუშები პაციენტის ორგანიზმში მძიმე მეტალების სახიფათო რაოდენობის არსებობას ადასტურებდა და, რომ ეს ნიმუშები გადაგზავნილია ნიუ-იორკის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. გიული ალასანია, მიხეილ სააკაშვილის დედა "ჩვენ ველით ტოქსიკოლოგის განმარტებებსაც....კი, ბატონო, არის ეს მეტალები. ორ დღეში ველოდებით განმარტებებს, რა გამოიწვია იმ ვერცხლის წყალმა: ის, რომ მას 40 კილო აქვს დაკლებული ამ დროის განმავლობაში, ის რომ ვეღარ დგება და ვერ დადის, ის რომ საკვებს ვერ იღებს? ბევრი მიზეზია, სისუსტე აქვს საშინელი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ, რომელსაც რადიო თავისუფლება საპროტესტო აქციის მსვლელობისას ესაუბრა, - ბევრი ექიმი მონაწილეობდა ამ დასკვნის შედგენაში, რომლის მიღებასაც ველოდებით. ბევრი დიაგნოზია დასმული, საკმაოდ ვრცელი სიაა, მაგრამ ჩვენ ველოდებით ერთ დასკვნას აშშ-დან, რომელსაც რამდენიმე დღეში მივიღებთ“. გიული ალასანიამ ასევე გააკეთა კომენტარი პენიტენციური სისტემის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილის მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სამსახურისთვის არავის მიუწოდებია. ასევე ნახეთ პენიტენციური სამსახური: "სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა არავის მოუწოდებია" გიული ალასანია ამბობს, რომ სრულად ეთანხმება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, რადგან დასკვნა მართლაც არ მიუწოდებიათ სამსახურისთვის. საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან „ველდებით ყველა დოკუმენტის მიღებას, ყველაფრის ერთად თავმოყრას. ამის შემდეგ გადავცემთ მას სასამართლოს“, - განაცხადა გიული ალასანიამ. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ უკვე მიღებულ სამედიცინო დოკუმენტში საუბარია მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში არსებულ მძიმე მეტალებზე, ხაჭაპურიძის თქმით, ახალმა კვლევამ უნდა დაადგინოს, უკავშირდება თუ არა აღნიშნული იმ სიმპტომებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება. საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილი ადამიანების თქმით, აქციის ერთადერთი მიზანი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა. „ადამიანის გადარჩენა, მიხეილ სააკაშვილის გარადარჩენა - ამან უნდა გაგვაერთიანოს, - განაცხადა ექიმმა, პროფესორმა გიორგი ჩახუნაშვილმა, რომელმაც შეკრებილებს მიმართა: ...
წყარო

Makuna❤❤

თბილისი
  • 21 დღის წინ

Ekuna varketili

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kristi

რუსთავი
  • 2 საათის წინ

Ninaka

თელავი
  • 15 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 4 საათის წინ

Nica

თბილისი
  • 1 საათის წინ

Алина/domina

თბილისი
  • 6 საათის წინ

Tekla

თბილისი
  • 27 დღის წინ

Nurbanu

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • 100%

Stella❤️

თბილისი
  • 1 თვის წინ

Samira

თბილისი
  • 17 თვის წინ
  • VIP

Ele

თბილისი
  • 16 წუთის წინ