ზაპოროჟიეს აეს-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ათზე მეტი ძლიერი აფეთქება მოხდა - IAEA

20 ნოემბრის ღამით და დღის მეორე ნახევარში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ათზე მეტი ძლიერი აფეთქება ისმოდა, ნათქვამია გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ანგარიშში. "წუხელ და დღეს (20 ნოემბერი, - რედ.) აფეთქებები დაატყდა თავს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA ექსპერტები დაბომბვის შედეგად ათზე მეტ აფეთქებას აფიქსირებენ, დაზიანდა ზოგიერთი შენობა, სისტემა და აღჭურვილობა, მაგრამ ჯერჯერობით არცერთი მათგანი არ არის კრიტიკული ბირთვული უსაფრთხოებისთვის", - ნათქვამია ანგარიშში. ასევე, IAEA-ს ცნობით, დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ. გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო როსი უკვე გამოეხმაურა მომხდარს და კონფლიქტის ორივე მხარეს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე შეთანხმდნენ და ბირთვული უსაფრთხოებისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნის შესახებ. კვირის ბოლოს გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო რეზოლუცია და რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს ყველა ქმედება უკრაინის ატომურ ობიექტებზე და დაუყოვნებლივ დატოვოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. ამის შესახებ წერს სააგენტო Reuters-ი, რომელიც საბჭოს დახურულ სხდომაზე 17 ნოემბერს მიღებულ დოკუმენტს გაეცნო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ ამ შინაარსის უკვე მესამე რეზოლუცია მიიღო. ასევე ნახეთ IAEA რუსეთს მიმართავს, დაუყოვნებლივ დატოვოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსეთის მიერაა ოკუპირებული. სადგურზე რჩება უკრაინული პერსონალი, თუმცა, გენერალური დირექტორი და რამდენიმე სხვა ხელმძღვანელი კიევის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გააძევეს. მონიტორინგისთვის ატომურ ელექტროსადგურზე იმყოფებიან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები. ბოლო თვეებში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რაიონი არაერთხელ დაიცხრილა, რაშიც უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. მას შემდეგ, რაც ოქტომბრის დასაწყისში, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ე.წ. საკონსტიტუციო კანონებს რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ოთხი რეგიონის - ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის და ლუგანსკის მიღების შესახებ, პუტინმა გამოსცა "ბრძანებაც" და რუსეთის მთავრობას დაავალა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ფედერალურ საკუთრებაში მიიღოს. ...
წყარო

Veronika

თბილისი
  • 8 თვის წინ
  • 100%

Оксана

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nita

თბილისი
  • 8 დღის წინ

Tako

თბილისი
  • 26 თვის წინ

Nuru relaks

თბილისი
  • 6 დღის წინ

Rina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nuca

თბილისი
  • 8 თვის წინ

Aliona

რუსთავი
  • 13 თვის წინ

Lana

თბილისი
  • 13 დღის წინ

Nuki

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lizi varketili

თბილისი
  • 9 დღის წინ

Tata

თბილისი
  • 1 დღის წინ