უკრაინის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 700 ცხედარი იპოვეს

ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებული ხარკოვის, დონეცკისა და ხერსონის რეგიონების ტერიტორიებზე 700-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრია კოსტინმა განაცხადა. მისივე თქმით, დაღუპულთა 90 პროცენტზე მეტი უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეა. გენერალურმა პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ გამოვლენილია 20-ზე მეტი ე.წ. წამების კამერა - ადგილები, სადაც, გამოძიების თანახმად, რუსი სამხედროები უკრაინის დატყვევებულ მოქალაქეებს აწამებდნენ. ცხედრების უმეტესობა ხარკოვის რეგიონში აღმოაჩინეს. თუმცა, უკრაინის ჯარების შეტევა იქ წარმატებით გაცილებით ადრე დასრულდა, ვიდრე ხერსონში, სადაც, გენერალური პროკურორის თქმით, მსხვერპლის იდენტიფიცირებაზე მუშაობა მხოლოდ იწყება. კოსტინს არ დაუკონკრეტებია იმ ადამიანების დაღუპვის მიზეზები, რომელთა ცხედრები რუსი სამხედროების მიერ ადრე ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღმოაჩინეს. უკრაინაში, ბოლო მონაცემებით, უკვე იძიებენ 45 ათასზე მეტ სისხლის სამართლის საქმეს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე. ჯერჯერობით სასამართლომდე მხოლოდ მცირე რაოდენობამ მიაღწია, გასამართლებულია 12 ადრე დატყვევებული სამხედრო მოსამსახურე. ასევე ნახეთ რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 437 ბავშვი დაიღუპა უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თებერვლის ბოლოს რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე, ომის შედეგად უკრაინის 8,300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 437 ბავშვი დაიღუპა. გაეროს მონაცემებით, 13 ნოემბერს რუსეთის შეჭრის შედეგად 6,557 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 408 ბავშვი დაიღუპა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მაღალია, ვინაიდან ინფორმაციის მიღება ზოგი ადგილიდან, სადაც ინტენსიური ბრძოლა გრძელდება, ჭიანურდება, ხოლო ბევრ ცნობას გადამოწმება სჭირდება. ...
წყარო

Tika

თბილისი
  • 20 დღის წინ

Natuka

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • 100%

Taso

თბილისი
  • 12 საათის წინ

Taso

ქუთაისი
  • 6 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 19 თვის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 1 თვის წინ

Iulia

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 4 თვის წინ
  • VIP

Alexandra

თბილისი
  • 1 წუთის წინ

Lizi 7

ბათუმი
  • 1 თვის წინ

Seva

ბათუმი
  • 19 დღის წინ

Natali ❤️

თბილისი
  • 5 დღის წინ