გერმანიამ პოლონეთს შესთავაზა საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი

გერმანიამ პოლონეთს მისი საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესთავაზა საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი და ავიაგამანადგურებლები Eurofighter-ი. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინე ლამბრეხტმა განუცხადა გერმანულ გამოცემებს, Rheinische Post-ს და General Anzeiger-ს. ლამბრეხტის თქმით, მზად უნდა იყვნენ გერმანიის და ნატოს ტერიტორიის დასაცავად. 15 ნოემბერს, როცა რუსეთის სამხედრო ძალებმა მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, პოლონეთში, უკრაინასთან საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პშევოდუვში ჩამოვარდა რაკეტა, რომლის აფეთქებამ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. პოლონეთის, აშშ-ის და ნატოს განცხადებით, პშევოდუვში ჩამოვარდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ რუსეთის იერიშის მოსაგერიებლად ნასროლი რაკეტა, თუმცა, პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს და მასირებულ სარაკეტო შეტევებს განაგრძობს. უკრაინის ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ ჩართონ პოლონეთში რაკეტის აფეთქების გამოძიებაში. უკრაინის უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, მზად არიან პარტნიორებს გადასცენ რუსული კვალის მტკიცებულებები. ასევე ნახეთ "მტკიცებულებებით საქმე გვაქვს უკრაინის კუთვნილ S-300-ის რაკეტასთან" - პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნატომ გააძლიერა ზომები აღმოსავლეთ ევროპის საჰაერო თავდაცვის განმტკიცებისთვის. ოქტომბერში, ნატოს ათზე მეტმა ქვეყანამ, გერმანიის ხელმძღვანელობით, დაიწყო საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის Patriot-ის შეძენა. სააგენტო Reuters-ის მონაცემებით, ცივი ომის წლებში გერმანიას 36 Patriot-ი ჰქონდა, ამჟამად კი, მის განკარგულებაშია 12, საიდანაც 2 სლოვაკეთშია განთავსებული. ...
წყარო

Nini

თბილისი
  • 14 თვის წინ
  • VIP

Tatiana best massage

ბათუმი
  • 34 წუთის წინ

Sali

თბილისი
  • 15 საათის წინ

Kristi

რუსთავი
  • 4 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 18 საათის წინ

Dominanti

თბილისი
  • 9 საათის წინ

ვნებიანი გვანცა

თბილისი
  • 12 დღის წინ
  • VIP

Kesi mulatka

თბილისი
  • 5 დღის წინ

Salo

თბილისი
  • 28 დღის წინ

Shale

თბილისი
  • 7 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 1 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 1 თვის წინ