სააკაშვილი: არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკის" გვერდზე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას მისი სავარაუდო მოწამვლის შესახებ და ამბობს, რომ არცერთი ადვოკატისთვის არ უთქვამს არაფერი ამის შესახებ. სააკაშვილის თქმით, "სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა." "დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. ვივამედის ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო", - წერს სააკაშვილი. ასევე ნახეთ სააკაშვილის დედა და ადვოკატი ყოფილი პრეზიდენტის სავარაუდო ინტოქსიკაციაზე საუბრობენ ინფორმაცია სააკაშვილის სავარაუდო მოწამლის შესახებ 19 ნოემბერს გავრცელდა. მისმა ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა თქვეს, რომ მიხეილ სააკაშვილის კვლევის ნიმუშები პაციენტის ორგანიზმში მძიმე მეტალების სახიფათო რაოდენობის არსებობას ადასტურებდა და, რომ ეს ნიმუშები გადაგზავნილია ნიუ-იორკის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. სააკაშვილის მოწამვლის შესახებ ვარაუდებს 20 ნოემბერს პენიტენციური სამსახური განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ისინი არ იცნობენ "სააკაშვილის მოწამვლის დამადასტურებელ ოფიციალურ დასკვნას". ასევე ნახეთ ნიკა მელია: „ოცნების“ წარმომადგენლებიც ვეღარ უარყოფენ მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობას" საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც და საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზეა. დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა. კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა გამუდმებით მძიმდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში სრულფასოვან მკურნალობას იღებს და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება. ...
წყარო

Liza varketili

თბილისი
  • 1 თვის წინ

Viki

თბილისი
  • 1 თვის წინ

Marta

თბილისი
  • 5 დღის წინ

Lala

ქუთაისი
  • 15 დღის წინ

Janna

თბილისი
  • 8 თვის წინ
  • VIP

Nita tbilisi

თბილისი
  • 12 წუთის წინ

ნატა

თბილისი
  • 2 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 19 საათის წინ

Lizi

თბილისი
  • 16 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 25 თვის წინ