15 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე ზუგდიდში არასრულწლოვანი დააკავეს

ზუგდიდში 15 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 2005 წელს დაბადებული არასრულწლოვანი დააკავა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული წუხელვე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს - 2007 წელს დაბადებულ ს.მ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, მოზარდი გულმკერდის არეში იყო დაჭრილი. შემთხვევას რამდენიმე არასრულწლოვანს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც ექიმებმა განმარტეს, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ...
წყარო

Nuki

თბილისი
  • 1 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 24 დღის წინ

Moni

თბილისი
  • 5 თვის წინ

nita

თბილისი
  • 1 თვის წინ

Tamo-vip

თბილისი
  • 1 თვის წინ

Semiha

თბილისი
  • 15 თვის წინ

Natia

თბილისი
  • 7 თვის წინ
  • VIP

Dinara

ბათუმი
  • 3 საათის წინ

Nurbanu

თბილისი
  • 2 დღის წინ
  • 100%

Maria

ბათუმი
  • 7 თვის წინ
  • VIP

Sara

თბილისი
  • 16 საათის წინ