თელ-ავივიდან გამოაძევეს ორი ქართველი ქალი, ისინი ორთოდოქს ებრაელებად ასაღებდნენ თავს

18 ნოემბერს თელ-ავივში, ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც თავს ორთოდოქს ებრაელებად ასაღებდნენ. 41 და 59 წლის ქალები ამ გზით ცდილობდნენ არალეგალურად შესულიყვნენ ისრაელში, იქ შემდგომი დასაქმების იმედად. ინფორმაციას საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ისრაელური მედიასაშუალება ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, დაკავებული მოქალაქეები უკვე საქართველოში არიან დეპორტირებული. ებრაელ მესაზღვრეებს ეჭვი ქართველების ნამდვილი ვინაობის შესახებ იმის გამო გაუჩნდათ, რომ ისინი 18 ნოემბრის საღამოს, შაბათის დადგომის შემდეგ მიფრინავდნენ - ორთოდოქსი ებრაელებისთვის შაბათი წმინდა დღეა და ამ დღეს ფრენა რელიგიური წესის დარღვევაა. დაკავებულმა ქალებმა, სავარაუდოდ, ამ წესის შესახებ არ იცოდნენ და მესაზღვრეების დარწმუნებას იმაში, რომ ორთოდოქსი ებრაელები იყვნენ, თავსაბურავებით და შესაბამისი ჩაცმულობით ცდილობდნენ. ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსახლეობის აღრიცხვის დეპარტამენტის მონაცემებით, ბოლო პერიოდში გახშირებულია შემთხვევები, როცა საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შესვლას ცდილობენ ტურისტული ვიზით, სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით. ამ ადამიანების მიზანი ისრაელში არალეგალური დამსაქმებლების პოვნაა. 18 ნოემბერს 2 ქართველ ქალთან ერთად ებრაელმა მესაზღვრეებმა კიდევ 20 სხვა კანონდამრღვევი დააკავეს ბენ გურიონის აეროპორტში. ასევე ნახეთ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ რეკორდულ რიცხვს მიაღწია ...
წყარო

Marikuna

თბილისი
  • 32 თვის წინ

Ilona dominantka

თბილისი
  • 8 თვის წინ

Taso

თბილისი
  • 7 თვის წინ
  • VIP

Lika

თბილისი
  • 33 წუთის წინ

Elena

თბილისი
  • 16 საათის წინ

Tika

თბილისი
  • 14 დღის წინ

Ninaka

თელავი
  • 15 თვის წინ

ნიაკო

რუსთავი
  • 6 თვის წინ
  • VIP

Aziza batumi

ბათუმი
  • 29 წუთის წინ

Lika-vip

თბილისი
  • 29 დღის წინ

Eka

ბათუმი
  • 5 თვის წინ

❤️nata❤️

თბილისი
  • 5 თვის წინ