NYT-ი: უკრაინაში რუსი სამხედრო ტყვეების სავარაუდო მკვლელობის ვიდეო ავთენტურია

გამოცემა The New York Times-ი აცხადებს, რომ შეძლო იმ ვიდეოჩანაწერის ავთენტურობის დადასტურება, რომელზეც ჩანს, როგორ ხოცავენ უკრაინელი სამხედროები რუს ტყვეებს. ამასთან, გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ვიდეოს მიხედვით შეუძლებელია მომხდარის გარემოებების დადგენა. გამოცემამ ვიდეოკადრები ამერიკული კომპანია Maxar Technologies მიერ მიწოდებული სატელიტური გადაღების ფოტოებს შეადარა და დაასკვნა, რომ ვიდეო გადაღებულია უკრაინის ლუგანსკის ოლქის სვატოვოს მახლობლად სოფელ მაკეევკაში. გამოცემის ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ვიდეოზე ასახული ეზოს, სახლის, ფარდულებისა და ღობეების პოზიცია თანამგზავრულ სურათებს დაემთხვა. 18 ნოემბერს სოციალურ ქსელში ორი ვიდეო გამოჩნდა. პირველში ნაჩვენებია, თუ როგორ ტოვებს სახლს 10-მდე ხელებაწეული რუსი ჯარისკაცი და უკრაინის შეიარაღებული ძალების კამუფლირებულ ფორმაში ჩაცმულ, ყვითელი სამკლავურის მქონე სამხედრო მოსამსახურეებს ტყვედ ბარდება. ბრძანების შესაბამისად, ისინი მიწაზე წვებიან. ვიდეო უეცრად წყდება, როდესაც კადრში შემოდის კიდევ ერთი ადამიანი, დიდი ალბათობით, რუსი და ისმის გასროლის მსგავსი ხმა. მეორე ვიდეოში, რომელიც, სავარაუდოდ, დრონიდან არის გადაღებული, ჩანს იმავე ფორმაში ჩაცმული ჯარისკაცების ცხედრები, ზოგი მათგანის გვერდით სისხლის კვალია. ორგანიზაციის „ექიმები ადამიანის უფლებებისთვის“ სამედიცინო ექსპერტი როჰინი ჰაარი, რომელსაც The New York Times-ი კომენტარისთვის დაუკავშირდა, ვიდეოს მიხედვით ფიქრობს, რომ მოკლულების უმეტესობას "თავში ესროლეს". "სისხლის გუბეები ჩანს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მკვდრები იქვე დატოვეს. როგორც ჩანს, არავის უცდია მათი გადატანა ან დახმარება", - თქვა ჰაარმა. მისივე სიტყვებით, სამხედრო დანაშაულად შეიძლება ჩაითვალოს ჯარისკაცის მოკვლა და დაჭრა იმ შემთხვევაში, თუ მან „დაყარა იარაღი ან აღარ გააჩნდა დაცვის საშუალებები და ნებაყოფლობით ბარდება“. ამავდროულად, სპეციალისტი ომის დანაშაულების საკითხებში ივა ვუკუსიჩი გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ვიდეომასალის მიხედვით შეუძლებელია იმის დადგენა, ტყვეები ორმხრივი ცეცხლის დროს დახოცეს თუ სროლის შეწყვეტის შემდეგ. ვუკუსიჩი განმარტავს, რომ თუ რომელიმე რუსი სამხედრო უკრაინელებს თითქოს ჩაბარებისას დაესხა თავს, მაშინ მან ჟენევის კონვენცია დაარღვია. მანამდე უკრაინელმა რწმუნებულმა ადამიანის უფლებათა საკითხებში დმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ თუ ვიდეოს მიხედვით ვიმსჯელებთ და თუ რუსმა სამხედროებმა ჩაბარება განიზრახეს, შემდეგ კი ერთმა მათგანმა ცეცხლი გახსნა, მაშინ საპასუხო ცეცხლი სამხედრო დანაშაულად არ შეიძლება ჩაითვალოს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებულ განცხადებაში ვიდეოში ნაჩვენებს უიარაღო ტყვეების განზრახ და მეთოდური მკვლელობა უწოდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სამ...
წყარო

Nuru relaks

თბილისი
  • 14 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nino

თბილისი
  • 1 თვის წინ

ტრანსი ქუთაისი

ქუთაისი
  • 15 საათის წინ

Nata

რუსთავი
  • 2 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 9 საათის წინ

Olichka

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ani

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

Eva

თბილისი
  • 9 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 3 დღის წინ

Masaji liza varketili

თბილისი
  • 7 თვის წინ

Sema

თბილისი
  • 3 თვის წინ