დეგნანი: აშშ ყოველთვის ეძებს გზებს საქართველოს შესაძლებლობებისა და NATO-სთან თავსებადობის გაზრდისთვის

ელჩ კელი დეგნანის თქმით, აშშ ყოველთვის ეძებს გზებს, ითანამშრომლოს თავდაცვის სამინისტროსთან, საქართველოს შესაძლებლობებისა და NATO-სთან თავსებადობის გაზრდისთვის. მანვე აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს უძლიერესი მხარდამჭერია NATO-ში. რა არის გასაკეთებელი NATO-სთან დასაახლოვებლად? - ამ კითხვით ელჩს კომენტარისას ჟურნალისტმა მიმართა. "ჩვენ, მრავალი წელია ვთანამშრომლობთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მთლიანად მთავრობასთან, საქართველოს შესაძლებლობების და ურთიერთთავსებადობის გასაძლიერებლად. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. ეს აისახება ხოლმე ეროვნულ გეგმაში, რაც კეთდება ყოველწლიურად NATO-სთან დაკავშირებით, ჩვენ ყველას გვსურს გიხილოთ, რომ საქართველო წინ მიიწევს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. აშშ ყოველთვის ეძებს გზებს ითანამშრომლობს საქართველოს თავდაცვის ძალებთან, თავდაცვის სამინისტროსთან, რათა გაზარდოს მისი შესაძლებლობები და ურთიერთთავსებადობა NATO-სთან. ერთობლივად ჩატარებული სასწავლო პროგრამები, წვრთნები მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი თანამშრომლობის. ამ წვრთნებით ჩვენ ყველა დავინახავთ, სად უნდა გავაკეთოთ მეტი, რათა გავაუმჯობესოთ შესაძლებლობა, დავიცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, გავზარდოთ საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობები, რათა მათ დაიცვან საქართველოს საზღვრები...", - განაცხადა კელი დეგნანმა. მადრიდში მიმდინარე NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები შეხვედრებს მართავენ. დელეგაციის შემადგენლობაში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი ბერაიასთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები: ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია შედიან. ...
წყარო

Anastasia

თბილისი
  • 17 დღის წინ

Irmako

თბილისი
  • 12 თვის წინ

ტრანსი ალინა

თბილისი
  • 18 საათის წინ

Lizi

თბილისი
  • 15 საათის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 27 თვის წინ

Sofi 28

ქუთაისი
  • 13 საათის წინ
  • VIP

Kira

თბილისი
  • 6 საათის წინ

Viki

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 4 დღის წინ

Larachka

რუსთავი
  • 1 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 2 დღის წინ

Sali

თბილისი
  • 16 დღის წინ