„ეს როგორ ჩაიდინეთ?“ 9 წლის ბიჭის დედა შვილის სიკვდილში ირანის ხელისუფლებას ადანაშაულებს

9 წლის კიან პირფალაკს სამხრეთ-დასავლეთ ირანიდან უნდოდა რობოტიკის ინჟინერი გამოსულიყო. მისი ოცნება ოცნებად დარჩა. ის 16 ნოემბერს მოკლეს, როდესაც ქალაქ იზეში (ხუზესტანის პროვინცია) საპროტესტო აქცია იმართებოდა. სახელმწიფო მედია ირწმუნება, რომ პირფალაკი დაიღუპა „ტერორისტული შეტევის“ შედეგად, როდესაც შეიარაღებულმა პირებმა მოტოციკლეტებით შვიდი ადამიანი მოკლეს, მათგან ექვსი - სახელმწიფო დაცვის თანამშრომელი. მაგრამ პირფალაკის დედა სამართალდამცავებს ადანაშაულებს. მისი თქმით, სამართალდამცავებმა „არაერთხელ ესროლეს“ მათ მანქანას. მოკლეს მისი შვილი, ქმარი კი დაჭრეს. „მომისმინეთ, რა მოხდა, - თქვა ზეინაბ მოლეირადმა ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, - არ თქვათ, რომ იქ ტერორისტები იყვნენ, იტყუებიან“. ვიდეოთი მოლეირადი მიმართავს იმ ასობით მგლოვიარე ადამიანს, რომლებიც 18 ნოემბერს მისი შვილის დაკრძალვას დაესწრნენ. ერთი დღით ადრე მოლეირადმა ტიკტოკზე ხელისუფლება დაადანაშაულა: „ჯანდაბა თქვენ! ეს როგორ ჩაიდინეთ? მხოლოდ 9 წლის იყო. [თქვენ]] ბინძურო ისლამურო რესპუბლიკავ“. ოსლოში მდებარე ირანის ადამიანის უფლებათა ოფისის მონაცემებით, პირფალაკი ერთ-ერთია იმ 43 ბავშვიდან, რომლებიც ხელისუფლების მიერ საპროტესტო აქციების უხეშად ჩახშობისას დაიღუპნენ. საპროტესტო აქციები ხელისუფლების წინააღმდეგ სექტემბერში დაიწყო. ვარაუდობენ, რომ სულ გარდაცვლილია 342 ადამიანი, 14 ათასი კი - დაკავებული. ამ დღეებში ხუზესტანში ასევე მოკლეს 14 წლის სეფერ მაგსუდი და 14 წლის არტინ რაჰმანი. პროტესტი ირანში დაიწყო 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო. ის დაიღუპა 16 სექტემბერს მას შემდეგ, რაც მორალის პოლიციამ დააკავა და თავსაფრის არამართებულად ტარების ბრალდებით განყოფილებაში გადაიყვანა. ბავშვების მკვლელი რეჟიმი პირფალაკის დაღუპვამ ირანელები დაამწუხრა და გააბრაზა. მის დაკრძალვაზე ჭირისუფლები ყვიროდნენ: „სიკვდილი ხამენეის“ (იგულისხმება ქვეყნის ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი). კიდევ ერთ ვიდეოზე ჩანს ბანერი პირფალაკის ფოტოთი და წარწერით: „ბავშვების მკვლელი მთავრობა“. ბანერი თეირანის გზატკეცილზე კიდია. „ამ საბრალო ბავშვების სისხლი დაგტანჯავთ“, - დაწერა ინსტაგრამზე "ოსკარის" მფლობელმა ირანელმა რეჟისორმა ასგარ ფარჰადიმ. მსახიობმა ჰენგამე ღაზიანმა კი ხელისუფლება თვალთმაქცობაში დაადანაშაულა: „თქვენ პალესტინელი ბავშვების მიმართ ჩადენილ ბოროტებაზე საუბრობთ, მაგრამ თქვენი სახელები ისტორიაში ასე ჩაიწერება - ბავშვების მკვლელი რეჟიმი“, - დაწერა მან ინსტაგრამზე. „ამნისტი ინტერნეიშენალმა“ გასულ თვეში განაცხადა, რომ სამართალდამცავები ბავშვებს „აბსოლუტური დაუსჯელობის“ ფონზე ხოცავენ, რათა ახალგაზრდებში წინააღმდეგობის სული ჩაახშონ და ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ. ირანელი ახალგაზრდები და ქალები ლიდერობდნენ...
წყარო

სოფი

ქუთაისი
  • 2 დღის წინ

Niako niako

ქუთაისი
  • 25 დღის წინ

Lizi

თბილისი
  • 10 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 12 თვის წინ

transi anastasia

თბილისი
  • 13 დღის წინ

Анастасия

თბილისი
  • 22 საათის წინ

Nuki

რუსთავი
  • 7 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

Taso

ბათუმი
  • 2 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 28 თვის წინ

Sali

თბილისი
  • 13 თვის წინ