მელიას თქმით, მოლოდინია, რომ თავმჯდომარის კანდიდატად მუმლაძე "დროებით იასპარეზებს" და მასთან ერთად ხაბეიშვილი დარჩება

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, აქვს მოლოდინი, რომ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა. მელიას განცხადებით, იგი ფიქრობს, რომ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი მუმლაძე "დროებით იასპარეზებს" და საბოლოოდ, ის და ლევან ხაბეიშვილი "იპაექრებენ". "როდესაც ყოველგვარი კომფრონტაციის გარეშე, ბატონმა [გიორგი] ჩალაძემ და [გიორგი] მუმლაძემ კანდიდატურა დააყენეს, ეჭვი არ შეგვპარვია, ერთხმად, პარტიაში ყველამ განვაცხადეთ, რომ ერთიც და მეორეც არჩევნებამდე კანდიდატურას მოიხსნის. ამაში მე ეჭვი არ მეპარება და არც ჩემს თანამოაზრეებს. საბოლოო ჯამში იქნება ორი კანდიდატი. ამ წუთას ყველას ასე ვფიქრობთ, რომ ბატონი [გიორგი] მუმლაძე დროებით იასპარეზებს და საბოლოო ჯამში დავრჩებით მე და ბატონი ლევანი [ხაბეიშვილი] და ვიპაექრებთ. შემთხვევით საერთოდ არაფერი არ ხდება, განსაკუთრებით პოლიტიკაში, განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობაში", - განაცხადა ნიკა მელიამ. გიორგი ჩალაძემ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატურა 16 ნოემბერს მოხსნა. იმავე დღეს ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატად საკუთარი თავი ლევან ხაბეიშვილმა წარადგინა, იმის მიუხედავად, რომ მანამდე ამ პროცესში კანდიდატად მონაწილეობას გამორიცხავდა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შიდა არჩევნებში თავმჯდომარეობისთვის პარტიის წევრ ლევან ხაბეიშვილთან ერთად ასევე იბრძოლებენ პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია და აქტივისტი გიორგი მუმლაძე. ...
წყარო

Vika

თბილისი
  • 5 საათის წინ
  • VIP

Eka

თბილისი
  • 10 საათის წინ

Bela

ქუთაისი
  • 29 დღის წინ

Sveta

ქუთაისი
  • 12 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 10 საათის წინ

Ana

თბილისი
  • 17 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 25 თვის წინ

Taaakooo

თბილისი
  • 21 საათის წინ
  • VIP

თეო

თბილისი
  • 1 წუთის წინ

Irinkaa

თბილისი
  • 12 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 5 დღის წინ
  • VIP

Dea

თბილისი
  • 1 წუთის წინ