ნატოს საპარლამენტო ასამბლეა წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარონ

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ორშაბათს, 21 ნოემბერს, ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ალიანსის ყველა წევრს მოუწოდებს, "მკაფიოდ განაცხადონ, რომ რუსეთის სახელმწიფო, ამჟამინდელი რეჟიმის პირობებში, ტერორისტული სახელმწიფოა". დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აუცილებელია, შეიქმნას საგანგებო საერთაშორისო ტრიბუნალი რუსეთის აგრესიის საკითხზე. "რუსეთის ხელმძღვანელები ნამდვილი ტერორისტებივით მოქმედებენ, უპრეცედენტო ბარბაროსობის დემონსტრირებით - სამოქალაქო მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ისინი საერთაშორისო ტრიბუნალებზე უნდა გასამართლდნენ, როგორც ტერორისტები", - განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ახალმა თავმჯდომარემ, ჟოელ გარიო-მაილიამმა. მანამდე ანალოგიური რეზოლუცია მიიღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ჩეხეთისა და პოლონეთის პარლამენტებმა. უკრაინა მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარონ. აშშ-ის ადმინისტრაციაში ოქტომბერში განაცხადეს, რომ არ არიან მზად რუსეთის ცნობისთვის ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად, რადგან, როგორც თეთრი სახლი მიიჩნევს, ასეთი აღიარება სრულად აღკვეთს რუსეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებში. ამგვარი აღიარების წინააღმდეგ ახლახან გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც. ...
წყარო

ანუკი

თბილისი
  • 6 დღის წინ
  • VIP

Lela leluka

ქუთაისი
  • 13 საათის წინ

Oksana

ბათუმი
  • 9 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 3 დღის წინ

Maia

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 3 დღის წინ

Nuru relaks

თბილისი
  • 13 საათის წინ

Anka transi

თბილისი
  • 7 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lenachka

ქუთაისი
  • 13 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 26 თვის წინ

Hazal

ბათუმი
  • 1 დღის წინ