ხაჭაპურიძე სააკაშვილის განცხადებაზე: მან გიული ალასანიას სთხოვა, ეს საკითხი პოსტის სახით გამოექვეყნებინა

ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე პატიმარ სააკაშვილის ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაზე განმარტავს, რომ ის ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ, შვილისავე თხოვნით გამოაქვეყნა. კერძოდ, საქმე ეხება პოსტს, რომელშიც სააკაშვილი ამბობს, რომ საუბარი მის მოწამვლასთან დაკავშირებით, "სპეკულაციაა". "იგი შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა დედამისს ქალბატონ გიული ალასანიას და რადგან თვითონ მას არ შეუძლია, სთხოვა ეს საკითხი პოსტის სახით გამოექვეყნებინა მის ფეისბუქ გვერდზე, რაც დედამ გააკეთა კიდეც. გაუგებარი მიზეზებით, რაღაც ჯგუფმა ამ პოსტის შექმნა გამოქვეყნებაში ქალბატონი ეკა ხერხეულიძე დადანაშაულა, რაც რბილად რომ ვთქვა, არაეთიკური და საქმეში ჩაუხედაობაა. ამ პოსტთან ქალბატონ ეკა ხედხეულიძეს არანაირი კავშირი არ აქვს და მეორეც ეს ადამიანი მიშას უანგარო და ერთგული თანამებრძოლია", - წერს ხაჭაპურიძე საკუთარ ფეისბუკგვერდზე. სააკაშვილის სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა მისმა კიდევ ერთმა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა. "გუშინ ჩვენ ბატონ მიხეილ სააკაშვილთან ამ თემაზე საუბარი და კონსულტაცია გვქონდა. მას მიაჩნია, რომ ვიდრე ამ თემაზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნა არ იქნება, მანამდე ინტერპრეტაცია ყველანაირი სახით უნდა შეწყდეს. შევთანხმდით, რომ ჩვენც მოწამვლასთან დაკავშირებით კომენტარს აღარ მივცემთ და აქ ამოვწუროთ ყველაფერი", - თქვა ვალერი გელბახიანმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში. მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ არცერთი ადვოკატისთვის არ უთქვამს არაფერი თავის სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებით. "დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. ვივამედის ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო", - წერს მიხეილ სააკაშვილი. ასევე ნახეთ ნიკა მელია: „ოცნების“ წარმომადგენლებიც ვეღარ უარყოფენ მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობას" ინფორმაცია სააკაშვილის სავარაუდო მოწამლის შესახებ 19 ნოემბერს გავრცელდა. მისმა ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა თქვეს, რომ მიხეილ სააკაშვილის კვლევის ნიმუშები პაციენტის ორგანიზმში მძიმე მეტალების სახიფათო რაოდენობის არსებობას ადასტურებდა და, რომ ეს ნიმუშები გადაგზავნილია ნიუ-იორკის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. ასევე ნახეთ სააკაშვილის დედა და ადვოკატი ყოფილი პრეზიდენტის სავარაუდო ინტოქსიკაციაზე საუბრობენ საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსა...
წყარო

Nati

თბილისი
  • 2 თვის წინ

Ana

თბილისი
  • 15 თვის წინ
  • VIP

Nita tbilisi

თბილისი
  • 9 წუთის წინ

Liza

თბილისი
  • 29 თვის წინ

Sabrina

თბილისი
  • 15 თვის წინ

Ana

თბილისი
  • 17 თვის წინ

Tamotamusia

თბილისი
  • 2 საათის წინ

Samira

თბილისი
  • 17 თვის წინ
  • 100%

Елена

თბილისი
  • 7 დღის წინ
  • VIP

Milana

ბათუმი
  • 8 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 10 დღის წინ

Maka varketili

თბილისი
  • 1 თვის წინ