ჰანს კლუგე: ეს ზამთარი საფრთხეს უქმნის მილიონობით უკრაინელის სიცოცხლეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი ჰანს კლუგე აცხადებს, რომ ეს ზამთარი საფრთხეს უქმნის მილიონობით უკრაინელის სიცოცხლეს და დაუშვებელია ადამიანების ჯანმრთელობის მძევლად აყვანა. კლუგემ, რომელიც 21 ნოემბერს, კიევში შეხვდა უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს, ბრიფინგზე თქვა, რომ ომის ფონზე შექმნილი ენერგოკრიზისი, რთული ვითარება ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში და ვირუსული ინფექციების რისკი ამ ზამთარს აქცევს სერიოზულ გამოწვევად უკრაინელებისა და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. ჰანს კლუგეს შეფასებით, ეს იქნება გადარჩენისთვის ბრძოლის ზამთარი. три ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, იმის გამო, რომ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნახევარი დანგრეული ან დაზიანებულია, მილიონობით უკრაინელი და ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებები დადგნენ ელექტროენერგიით, გათბობით და წყლით უზრუნველყოფის მწვავე პრობლემების წინაშე მაშინ, როცა არსებული პროგნოზით, ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა, -20 გრადუსამდეც დაეცეს. საერთაშორისო ორგანიზაციის ვარაუდით, ამ ზამთარს, უკეთესი პირობების ძიებაში უკრაინას დატოვებს კიდევ 2-3 მილიონი ადამიანი. ჰანს კლუგეს თქმით, კიევში მისი ჩასვლა მიზნად ისახავს მსოფლიოს ყურადღების მიპყრობას იმ სიტუაციისადმი, რომელიც დღეს უკრაინაშია და ქვეყნის მთავრობისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარების შეთავაზებას. ასევე ნახეთ პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინელებს ისევ მოუწოდა ელექტროენერგიის ეკონომიისკენ ოქტომბერსა და ნოემბერში რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ენერგოობიექტებზე რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს არაერთი მასირებული შეტევა. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა 18 ნოემბერს განაცხადა, რომ მწყობრიდანაა გამოსული ენერგოსისტემის დაახლოებით 50%. ...
წყარო

Megi

თბილისი
  • 19 დღის წინ

Nia transi

თბილისი
  • 3 დღის წინ
  • VIP

Nica

თბილისი
  • საიტზეა

Tusi29

თბილისი
  • 13 დღის წინ

Elene

თბილისი
  • 4 დღის წინ
  • VIP

Kristi

რუსთავი
  • საიტზეა

Bela

ქუთაისი
  • 29 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 23 დღის წინ

Anuki

რუსთავი
  • 7 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 15 თვის წინ

Niako niako

ქუთაისი
  • 19 დღის წინ
  • VIP

Kristinanica

თბილისი
  • 3 წუთის წინ