თბილისის მერია მეტროს სისტემის გაუმჯობესებისთვის საკონსულტაციო მომსახურებას ყიდულობს

თბილისის მერია მეტროს სადგურების მისადგომობის გასაზრდელად და ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად საკონსულტაციო მომსახურებას ყიდულობს. პროექტი აზიის განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდება და მისი ღირებულება 16 მილიონი დოლარია. პროექტი მოიცავს როგორც კვლევას და პროექტირებას, ასევე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მას იმედი აქვს, რომ კვლევისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან თბილისის მერია ხელშეკრულებას 2023 წლის მაისში გააფორმებს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვის შემდეგ კი ქალაქს ექნება დოკუმენტი, რომელიც საშუალებას მისცემს, 10-ზე მეტ სადგურზე უკეთ მოეწყოს მიწისქვეშა და მიწისზედა ინფრასტრუქტურა. "პროექტი მოიცავს თბილისის ოთხ მეტროსადგურზე („ახმეტელის თეატრი“, „დიდუბე“, „დელისი“, „ტექნიკური უნივერსიტეტი“) მისაწვდომობის გაზრდას; დამატებითი ამოსასვლელების მოწყობას მეტროსადგურების „ახმეტელის თეატრისა“ და „მარჯანიშვილის“ ტერიტორიაზე, ხოლო მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას 12 მეტროსადგურისთვის. ესენია: „ღრმაღელე“, „ნაძალადევი“, „სადგურის მოედანი“, „მარჯანიშვილი“, „რუსთაველი“, „თავისუფლების მოედანი“, „300 არაგველი“, „ისანი“, „ტექნიკური უნივერსიტეტი“, „დელისი“, „დიდუბე“ და „ახმეტელის თეატრი“. ამასთანავე, შერჩეული სადგურების სრულ მექანიზაცია-აღჭურვას შშმ პირებისთვის", - თქვა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე. ასევე ნახეთ ჩერდება მეტროსადგურ "ვარკეთილის" რემონტი ...
წყარო

Deaaa

ბათუმი
  • 15 თვის წინ

Sema

თბილისი
  • 3 თვის წინ

მაგდა

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tata ტატა

თბილისი
  • 3 დღის წინ

Tika

თბილისი
  • 14 დღის წინ

Megi varketili

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 25 თვის წინ

Eka

თბილისი
  • 6 თვის წინ
  • VIP

Mariko

თბილისი
  • 1 წუთის წინ

Natia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Ilona

აბასთუმანი
  • 6 თვის წინ

Asena

ბათუმი
  • 10 საათის წინ