გიორგი ვაშაძე: მივმართავ პრორუსული პარტიის თავმჯდომარე კობახიძეს …

მივმართავ პრორუსული პარტიის თავმჯდომარე კობახიძეს – ირაკლი, გაქვს მარტივი არჩევანი, “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ან აგზავნი ვენეციის კომისიაში, ან არაგზავნი, რაც იმას ნიშნავს, პირდაპირ უარს ამბობ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე – მორჩა, დამთავრდა, წერტილი! – ეს განცხადება პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე “სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ გააკეთა. ვაშაძის თქმით, კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას საქართველოს პარლამენტისგან ითხოვს, ევროკავშირი, აშშ-ი, სამოქალაქო სექტორი და “ვარჰეიც კი, რომელიც “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ასე ძალიან შეუყვარდათ“. ვაშაძემ ისიც აღნიშნა, რომ თავად უკრაინა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ მის მიერ მიღებულ კანონზე დასკვნას ვენეციის კომისიისგან არ ელოდება და საკითხი უკრაინასთან მიმართებაში დღის წესრიგიდან მოხსნილია. “პრორუსული “ქართული ოცნების“ სპეკულაციებმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონზე არნახულ ზღვარს მიაღწია. მთელი ევროპა, მთელი აშშ-ი, ყველა დამოუკიდებელი ორგანიზაცია საქართველოში ამბობს, რომ კანონი, რომელიც აბსურდულია, მაგრამ დაარეგისტრირეს და ორი მოსმენით მიიღეს, ვენეციის კომისიაში უნდა გაიგზავნოს. ეს ადამიანები ხან რას თხზავენ, რას რა გვიმტკიცებენ, რათა პროექტი ვენეციის კომისიაში არ გაგზავნონ. შესაბამისად, უკრაინა მიიღებს თუ არა დასკვნას, გააგზავნა თუ არა პროექტი, საკითხი დგას შემდეგნაირად – თუ საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიაში არ აგზავნის კანონს “დეოლიგარქიზაციის შესახებ“, ეს ნიშნავს, რომ დგამენ ნაბიჯს იქითკენ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. განხილვა უკვე საბავშვო ბაღის დონეზეა – წარმოუდგენელი აბსურდი ტრიალებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ....
წყარო

Lanka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Aniko

ქუთაისი
  • 11 საათის წინ

ნინი

ქუთაისი
  • 15 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 9 დღის წინ

Mari batumii

ბათუმი
  • 8 საათის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 4 დღის წინ

Eva

ბათუმი
  • 4 თვის წინ

Nuki

თბილისი
  • 1 თვის წინ

Domina elenica

თბილისი
  • 16 დღის წინ

Алина/domina

თბილისი
  • 20 საათის წინ

Hazal

ბათუმი
  • 1 დღის წინ

Mari

თბილისი
  • 5 თვის წინ