დევიდ კრამერი: ჩვენ ბრალს გვდებენ „ნაციონალური მოძრაობის” მიმხრობაში, ეს სასაცილოა, მე არავის მხარეს არ ვარ – მაშფოთებს პრემიერ ღარიბაშვილის როლი, რომელსაც ის ამ ყველაფერში თამაშობს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრამერი ტელეკომპანია “პალიტრანიუსისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გავლენით საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის. როგორც კრამერი ინტერვიუში აღნიშნავს, საქართველოს მიმართ მიღებული ევროპარლამენტის რეზოლუცია სწორია. კრამერი იმედოვნებს, რომ რეზოლუციის მიღების შემდეგ, მთავრობა უფრო კონსტრუქციული იქნება და აღიარებს, რომ ეს საქართველოს დასასჯელად არ კეთდება. „ეს ყველაფერი საქართველოს წინააღმდეგ არ არის მიმართული. რეზოლუცია ეწინააღმდეგება კონკრეტულ პიროვნებას, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის მიმართულებაზე“, – აღნიშნავს კრამერი. ამასთან, კრამერი პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს და ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოება და ქართველი ხალხი ყველაფერს კარგად ართმევს თავს, მთავრობის განცხადებები და ქმედებები კი სხვა მიმართულებით მიდის. „ჩვენ ვნახეთ ბატონი ნიკა გვარამიას დაკავება. ამას ემატება სააკაშვილის დაკავება, იმ ადამიანების გრძელი სია, რომლებიც, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის სამიზნეები არიან. მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ეს და უნდა დაიწყოს უფრო გონივრული მიმართულებით სვლა, დადგეს უკრაინისა და სხვა ქვეყნების გვერდით. თუ საქართველო გადაწყვეტს, რომ ის ვერ შეუერთდება სანქციებს რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ, მე არ გავაკრიტიკებ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ აკრიტიკო უკრაინის მთავრობა და დაიძაბოს ურთიერთობა იმ დონემდე, რომ უკრაინამ ელჩი გაიწვიოს, ეს არ არის კარგი. ახლა არ უნდა მიდიოდეს დებატები, შეუერთდება თუ არა საქართველო სანქციებს. რუსეთი ეს არის აგრესორი სახელმწიფო – დამნაშავე, უკრაინა კი მსხვერპლი. საქართველოს მთავრობამ ეს კარგად უნდა გაიაზროს. მე ასევე მაშფოთებს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის როლი, რომელსაც ის თამაშობს ამ ყველაფერში“, – განაცხადა კრამერმა. მისივე თქმით, სურს საქართველო იყოს ევროკავშირის წევრიც და ნატო-ს წევრიც, „თუმცა მთავრობის ამჟამინდელი მიმართულება ამ ყველაფერს არ ემთხვევა“. “როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაარღვია შეთანხმება, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ პატარა პარტიები, ეს ყველაფერი საქართველოს მთავრობაზე კარგად არ ასახულა და რა თქმა უნდა, ჟურნალისტებზე თავდასხმები, სააკაშვილისადმი მოპყრობა… ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი იმაზე, თუ რატომ გადავიდა საქართველო ასოცირებული ტრიოს სათავიდან ბოლოში“, – განაცხადა კრამერმა. ამასთან, დევიდ კრამერის შეფასებით, საქართველოს დღევანდელი კურსი, სამწუხაროდ, ევროინტეგრაციის გზას სცდება. “მე პატივს ვცემ საქართველოს, ქართველ...
წყარო

Tata

თბილისი
  • 28 თვის წინ
  • 100%

Marita transi

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nara

თბილისი
  • 48 წუთის წინ

Eka

თბილისი
  • 20 საათის წინ

სოფი

ქუთაისი
  • 2 დღის წინ

Kira

თბილისი
  • 18 საათის წინ

Alena

თბილისი
  • 1 დღის წინ

Natuka

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 12 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 29 თვის წინ
  • 100%

Алёна

თბილისი
  • 14 დღის წინ

Nica

თბილისი
  • 11 თვის წინ