უკრაინის უშიშროება რუსული სპეცსამსახურების შესაძლო კვალს ეძებს როვნოს ოლქის მონასტრებშიც

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური „კონტრდაზვერვით ღონისძიებებს“ ატარებს როვნოს ოლქში მდებარე სამების მონასტრის და ღვთისმშობლის სახელობის ქალთა მონასტრის ტერიტორიებზეც. ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურის საოლქო სამმართველო იუწყება. მის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის დანარჩენი ნაწილი პრაქტიკულად, იდენტურია იმ ინფორმაციის, რომელიც მანამდე უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა კიევ-პეჩორის ლავრაში მიმდინარე „კონტრდაზვერვითი ღონისძიებების“ შესახებ. უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, პოლიციასა და ეროვნულ გვარდიასთან ერთად ატარებს „კონტრდაზვერვით ღონისძიებებს სისტემური მუშაობის ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს წინააღმდეგობის გაწევას უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის". ასევე ნახეთ კიევის უდიდეს მონასტერში "კონტრდაზვერვითი ღონისძიებები" მიმდინარეობს უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით, რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო, გაზრდილია ტერაქტების, დივერსიების და მძევალთა აყვანის რისკი, განსაკუთრებით მოქალაქეთა დიდი თავშეყრის ადგილებში. უკრაინის უშიშროების განმარტებით, ღონისძიებები ტარდება, რათა არ დაუშვან ეკლესიის გამოყენება „რუსული სამყაროს ცენტრად“ და შემოწმდეს მონაცემები იმის შესახებ, რომ უკრაინის ეკლესიის კუთვნილი შენობები შესაძლოა, გამოიყენებოდეს დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების, უცხოეთის მოქალაქეების და იარაღის სამალავად. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავები ეკლესიის წარმომადგენელთა უშუალო მონაწილეობით ათვალიერებენ მონასტრის ტერიტორიას და ამოწმებენ იქ მყოფ პირებს. ...
წყარო

Kato

თბილისი
  • 23 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 11 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 8 თვის წინ

Sabrina

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 16 თვის წინ

Nuki

თბილისი
  • 7 თვის წინ

Oksana

ბათუმი
  • 9 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 15 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 15 თვის წინ

Amina

ბათუმი
  • 19 საათის წინ

Nara

თბილისი
  • 18 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 9 საათის წინ