რუსეთის დუმამ ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის დოკუმენტი დაამტკიცა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოკუპირებული აფხაზეთის 2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს პრესცენტრის ინფორმაციით, მთავრობამ დოკუმენტი რატიფიკაციისთვის 10 ნოემბერს წარადგინა, მხარეებმა შეთანხმებას 4 აგვისტოს მოაწერეს ხელი. ის რუსეთის მიერ აფხაზეთის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის სახელმწიფო პროგრამის შესრულების ფინანსური დახმარების საკითხებს არეგულირებს. შეთანხმების განხორციელება მიზნად ისახავს ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების დადებისას მხარეთა მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. ამასთან, განმარტავენ, რომ საუბარი არაა თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავ სფეროებში ვალდებულებებზე. ხელშეკრულება „აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში ურთიერთქმედების და დახმარების საკითხებზე“ მომუშავე უფლებამოსილ ორგანოებსაც განსაზღვრავს. გარდა ამისა, იგი ასევე განსაზღვრავს "რუსეთის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აქტივობების თანადაფინანსების პროცედურასა და პირობებს, აგრეთვე - საკონტროლო ზომებს და პასუხისმგებლობას, დაფინანსების პირობების შეუსრულებლობისა და სახელმწიფო პროგრამული აქტივობების განხორციელების ძირითადი მიზნობრივი ინდიკატორების შეუსრულებლობისთვის“. მანამდე „რუსეთის ელჩმა“ სოხუმში მიხაილ შურგალინმა განაცხადა, რომ ბიჭვინთაში არსებული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებული ვითარება „აფხაზეთისთვის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების ამჟამინდელ მოცულობაზე უარყოფითად არ აისახება“. ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მთავრობაში ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან თანამშრომლობის ზედამხედველობას ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი გაუწევს. ...
წყარო

Marii

თბილისი
  • 1 თვის წინ

Ina

ქუთაისი
  • 16 საათის წინ

Gvanci

თბილისი
  • 23 საათის წინ

Teona

ბათუმი
  • 4 საათის წინ
  • VIP

Katrin

თბილისი
  • 17 წუთის წინ

Dada. varketili

თბილისი
  • 12 საათის წინ

Sofia

ბათუმი
  • 1 თვის წინ

Liza

ქუთაისი
  • 2 დღის წინ
  • VIP

Ankaa

ბათუმი
  • 7 საათის წინ

Tika

თბილისი
  • 8 დღის წინ

Lizi

თბილისი
  • 15 საათის წინ
  • VIP
  • 100%

ალისია

ქუთაისი
  • 3 დღის წინ