23 ნოემბრის ისტორიული კადრები

რა მოხდა 2003 წლის ნოემბერში, მივყვეთ ქრონოლოგიურად: 2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რაც ქვეყნის მეორე პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ და მაშინდელმა სახელისუფლებო პარტიამ, “მოქალაქეთა კავშირმა” ტოტალურად გააყალბა, სახელისუფლებო ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” კი, სადაც “მოქალაქეთა კავშირი” და “აღორძინება” შედიოდნენ, გამარჯვებულად გამოცხადდა. იმავე საღამოს, ეგზიტპოლების შედეგებზე დაყრდნობით, გამარჯვება აღნიშნა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”. ხმები პარალელურად დაითვალა არასამთავრობო ორგანიზაციამ, “სამართლიანი არჩევნები”. შედეგებით ჩანდა, რომ 7%-იანი ბარიერი ამ საარჩევნო სუბიექტმა გადალახეს: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 20,8% სახელისუფლებო ბლოკი – “ახალი საქართველოსთვის” – 12,9% “ლეიბორისტული პარტია” – 12,8% “ბურჯანაძე – დემოკრატები” – 10,15% “დემოკრატიული აღორძინების კავშირი” – 8,15% “ახალი მემარჯვენეები” – 7,99% ამ დროისთვის, ცესკო-ს ხმათა მხოლოდ მეექვსედი ჰქონდა დათვლილი და მისი მონაცემებით, სახელისუფლებო ბლოკი (27,6%) და “ნაციონალური მოძრაობა” (23%) ლიდერობდნენ. იმავე დღეს ცნობილი გახდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთოს მონაცემები საარჩევნო პროცესში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. გამონაკლისი იყო მხოლოდ დსთ-ს დამკვირვებელთა ჯგუფი, რომლებმაც, წინასწარი შეფასებით, არჩევნების სამართლიანი და დემოკრატიული უწოდეს. ბურჯანაძე/ჟვანიას ბლოკმა არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვება აღიარა, თავად ენმ-მ კი შესაძლო საპროტესტო აქციებზე დაიწყო საუბარი. პირველი საპროტესტო აქცია 4 ნოემბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. აქციებს, ეტაპობრივად ყველა ის პარტია შეუერთდა, რომელმაც 7%-იანი ბარიერი გადალახა. ისინი უარს ამბობდნენ პარლამენტში შესვლაზე და დემონსტრაციას უერთდებოდნენ. მათი მოთხოვნა ხელისუფლების მიერ ოპოზიციის გამარჯვების აღიარება იყო. პროტესტი 20 დღის განმავლობაში არ განელებულა. აქციებს სამი ოპოზიციური ლიდერი – მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია ედგა სათავეში. მაშინდელი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე კი მოქალაქეებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს დიალოგისკენ მოუწოდებდა. მიუხედავად პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკული განცხადებებისა, ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტის პირველი სხდომა 22 ნოემბერს მაინც ჩანიშნა. 21 ნოემბერს კი საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა მხარდამჭერები რეგიონებიდან თბილისისკენ დაძრეს.  ავტოკოლონას წინ წალენჯიხის ავტობუსი მოუძღოდა, რომე...
წყარო

Mari

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 8 დღის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 7 თვის წინ

Maka varketili

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 13 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 26 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 1 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 8 დღის წინ

Mari

თბილისი
  • 6 თვის წინ

Natali

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 26 თვის წინ

ნინი

ქუთაისი
  • 15 თვის წინ