საია 18 თვის განმავლობაში 2 064 სასამართლო სხდომას დააკვირდა - რა აჩვენა კვლევამ

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" 2021 წლის აპრილიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით ჩატარებულ 2 000-ზე მეტ სასამართლო სხდომაზე დაკვირვების შედეგად, სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის №16 ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში მოიცავს თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ზუგდიდის სასამართლოებში გამოკვეთილ ტენდენციებს. ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია წერს, რომ სასამართლო სისტემაში გამოწვევად რჩება პატიმრობისა და გირაოს დაუსაბუთებლად ან არასათანადო დასაბუთებით გამოყენების მზარდი მაჩვენებელი. პრობლემებად მიიჩნევა ადვოკატსა და ბრალდებულს შორის არასათანადო ან/და კონფიდენციალური კომუნიკაცია და ასევე თარჯიმნების კვალიფიკაცია სასამართლოს პროცესებზე. ცალკეა გამოყოფილი ოჯახური დანაშაულის შემთხვევებში მსხვერპლის დამამცირებელ მდგომარეობაში ჩაყენება სასამართლო განხილვებზე. საიას დაკვირვებით, ბოლო წლებში მზარდი გამამართლებელი განაჩენების რიცხვი სწორედ ოჯახურ დანაშაულებზე გამოტანილი განაჩენების დამსახურებაა. აი, რამდენიმე ძირითადი მიგნება 22 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშიდან: 33 ადამიანის შემთხვევაში სასამართლოს პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების მისაღებად 15 წუთზე ნაკლები დრო დასჭირდა - აქედან სამმა ბრალდებულმა ქართული ენა არ იცოდა. სასამართლოში გამოცხადებულმა 9 ბრალდებულმა ისაუბრა პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ. აქედან მხოლოდ 3 შემთხვევაში განაცხადა მოსამართლემ, რომ სავარაუდო ძალადობის შესახებ შესაბამის ორგანოს შეატყობინებდა. ყველაზე ხშირად საპროცესო შეთანხმება ფორმდება საკუთრების წინააღმდეგ (30%) და ნარკოტიკულ (27%) დანაშაულებზე. ასევე ხშირია მისი გაფორმების შემთხვევები მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე (12%). ერთ-ერთ სხდომაზე დაცვის მხარე პროცესზე გადახდის ქვითრით ხელში გამოცხადდა და თქვა, რომ საპროცესო შეთანხმების ოქმით გათვალისწინებული ჯარიმა წინასწარ გადაიხადა, ვინაიდან პროკურორმა ასე უთხრა - საია ამ შემთხვევას "საგანგაშოდ" მიიჩნევს. საპროცესო შეთანხმების სხდომა საქმეთა ნახევარზე მეტში (51%) 15 წუთამდე დროში სრულდება. რიგ შემთხვევაში სასამართლოს სხდომების გადადება ხდება საჭირო ექსპერტიზის დასკვნის გაჭიანურების გამო. ოჯახურ დანაშაულებზე სასჯელის სახით სასამართლო ყველაზე ხშირად (46%) ე.წ. პირობით მსჯავრს იყენებს, იმის მიუხედავად, რომ ბრალდების მხარე ძირითადად (88%) პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. სასამართლო პროცესზე თურქმენულ და ბოშურ ენებზე მოლაპარაკეებს თარჯიმნები ვერ დაუნიშნეს მხოლოდ იმიტომ, რომ სასამართლომ ამ კონკრეტული ენების თარჯიმნები ვერ მოიძია. საია წერს, რომ პრობლემაა იმ თარჯიმნების კომპეტენციაც, ვინც პროცესებში მონაწილეობს. ერთ-ერთ წინასასამართლო სხდომაზე, ...
წყარო

Maka varketili

თბილისი
  • 25 დღის წინ

Vikaa

ბათუმი
  • 15 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 17 თვის წინ
  • 100%

Tesa

თბილისი
  • 2 თვის წინ

Teona

ქუთაისი
  • 8 დღის წინ

Диана

ქუთაისი
  • 5 თვის წინ

Eka

თბილისი
  • 11 თვის წინ

Teko

რუსთავი
  • 15 თვის წინ
  • VIP

Katrin

ბათუმი
  • 10 საათის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

ნუკი

ქუთაისი
  • 1 წუთის წინ
  • VIP

Natka

ბათუმი
  • 9 საათის წინ