თაკო ჩარკვიანი: არავინ იცის ნიკა მელია რას აკეთებს, გარდა იმისა, რომ მის ხელში პარტიის რეიტინგი განახევრდა, ის უნდა გადადგეს

არავინ იცის ნიკა მელია რას აკეთებს, გარდა იმისა, რომ მის ხელში პარტიის რეიტინგი განახევრდა – 600 000-იან პარტიას ლიდერი ციხეში უკვდება. ხალხი როგორღა უნდა გენდოს შენ, თუ შენს ლიდერს ვერ პატრონობ?! – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტთან განაცხადა, სადაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ლაპარაკის მეტს არაფერს აკეთებს და ენმ-ს ის თავმჯდომარე, რომლის ხელშიც, პარტიის რეიტინგი განახევრდა, უნდა გადადგეს. “ერთხელ თქვეს, რას არ აკეთებს ნიკა მელიაო? აბა რას აკეთებს, მოდით ის ჩამოვთვალოთ. არავინ იცის, რას აკეთებს, გარდა იმისა, რომ მის ხელში რეიტინგი განახევრდა და კიდევ უფრო ნაკლებია. პარტიის ხელმძღვანელი, რომლის ხელშიც დასავლური ვექტორის პარტიის რეიტინგი განახევრდება, უნდა გადადგეს. ვინ უნდა მოვიდეს თავმჯდომარედ, მე ეს ნამდვილად არ ვიცი. 600 000-იან პარტიამ ვიღაც ერთი პატრიოტი, გონიერი, ინტელექტუალური ადამიანი ამოარჩიოს, რა ვიცი, არ შეუძლიათ?” – განაცხადა ჩარკვიანმა. როგორც ჩარკვიანი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ უნდა გადაიყვანონ. “მე რა გზასაც ვადგავარ იმ გზას გავაგრძელებ და არაფრით არ ვუღალატებ პრეზიდენტს. მისი პარტია ლაპარაკის მეტს არაფერს აკეთებს. 600 000-იან პარტიას თავისი ლიდერი ციხეში უკვდება და ხალხი როგორღა უნდა გენდოს შენ თუ შენს ლიდერს ვერ პატრონობ? როგორ უნდა ენდოს მათ ამომრჩეველი? ” – განაცხადა ჩარკვიანმა....
წყარო

Natia

თბილისი
  • 21 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 5 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 8 თვის წინ
  • VIP

Natia

თბილისი
  • საიტზეა

Nata

თბილისი
  • 13 თვის წინ
  • VIP

Настя

თბილისი
  • 13 საათის წინ

Saly

თბილისი
  • 27 თვის წინ

Sali

თბილისი
  • 16 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 8 დღის წინ

Irinka varketili

თბილისი
  • 3 დღის წინ

Anita

თბილისი
  • 22 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 8 თვის წინ