უკრაინის პარლამენტში შევიდა კანონპროექტი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვის თაობაზე

უკრაინის პარლამენტში შევიდა კანონპროექტი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ყველა დაწესებულებისა და რელიგიური ორგანიზაციის აკრძალვის თაობაზე, რომლებიც შედიან რმე-ს შემადგენლობაში ან ექვემდებარებიან მას. ამის შესახებ ფეისბუკში იტყობინება დეპუტატი ირინა ფრიზი. მისი სიტყვებით, კანონპროექტი წარადგინა ფრაქცია „ევროპულმა სოლიდარობამ“. მან განაცხადა, რომ ეკლესია „ძალზე დიდხანს აწარმოებდა აშკარა ანტიუკრაინულ და დივერსიულ საქმიანობას და ხელს უწყობდა რუსეთის დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მოქმედებას“. კანონპროექტის შეტანამდე ერთი დღით ადრე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა რამდენიმე მონასტერსა და შენობაში. სამსახურის ცნობით, შემოწმდა 850 ადამიანი, 50 მათგანი დაიკითხა, მათ შორის ტყუილის დეტექტორით. როგორც იტყობინებიან ეკლესიების ტერიტორიებზე აღმოჩნდა „პრორუსული ლიტერატურა“ და ნაღდი ფული, მათ შორის „რამდენიმე ათასი რუსული რუბლი“. მაისში რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში შემავალმა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ (УПЦ) მისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მაგრამ პოლიტიკოსები კვლავაც აკრიტიკებდნენ მას, მათი აზრით, პრომოსკოვური პოლიტიკისთვის. ოქტომბერში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა ტულჩინის მიტროპოლიტთან, რომელსაც „პრორუსული ლიტერატურის“ შენახვაში დასდეს ბრალი. პოლიტიკოსთა ნაწილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ერთადერთ მართლმადიდებელ ეკლესიად უნდა იქცეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (ПЦУ), რომელმაც 2019 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან მიიღო დამოუკიდებლობის ცნობა. ...
წყარო

Tusi29

თბილისი
  • 13 დღის წინ

Likuna8

თბილისი
  • 7 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 17 წუთის წინ

Nini

ქუთაისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Lizi

თბილისი
  • 13 საათის წინ

Mia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 32 თვის წინ

Lera

რუსთავი
  • 7 თვის წინ
  • VIP

Liza

თბილისი
  • 1 წუთის წინ

Nata

რუსთავი
  • 2 თვის წინ
  • VIP

Nia

თბილისი
  • 1 წუთის წინ

Niako

თბილისი
  • 24 დღის წინ