ვარდების რევოლუციის მე-19 წლისთავი თბილისსა და ბათუმში აქციებით აღინიშნა

ვარდების რევოლუციის მე-19 წლისთავი თბილისსა და ბათუმში აქციებით აღინიშნა. ორივე ქალაქში აქციაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა - მათი მთავარი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იყო. "თავისუფლება მიშას", "თავისუფლება საქართველოს" - ეწერა თბილისში გამართული აქციის მონაწილეების ტრანსფარენტებს. პარლამენტის წინ მისულ ადამიანებს საქართველოსა და უკრაინის დროშებთან ერთად ჰქონდათ ვარდებიც, რევოლუციის სიმბოლო. ვარდების რევოლუციის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის საჯარო ჩვენება მოაწყვეს ბათუმში აქციის მონაწილეებმა. "ვითხოვთ რუსულ ტყვეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას. ვარდების რევოლუციის შემოქმედი ცხრამეტი წლის შემდეგ ტყვეობაშია. ეს დიდი უსამართლობაა და ამას ვაპროტესტებთ დღესაც. ნაციონალური მოძრაობის არცერთი ლიდერი არაა დღეს აქ. თუმცა მე ველოდებოდი არამარტო ნაციონალური მოძრაობის, არამედ ოპოზიციური პარტიებისა და მთავრობის წარმომადგენლებსაც, იმიტომ რომ ვარდების რევოლუცია საქართველოს მონაპოვარია. არ მოდიან და ეს მათი პრობლემაა. მიუხედავად იმისა რომ 2013 წლიდან ამ პარტიის წევრი და მხარდამჭერი ვარ, ამ პარტიის უმოქმედობა, ჩემთვის მიუღებელია და გაუგებარია" - უთხრა ბათუმში გამართული აქციის ერთ ერთმა ორგანიზატორმა, ირმა შარაძემ. აქცია ბათუმში არც ბათუმში და არც თბილისში, რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებით გამართულ აქციებში მონაწილეობა არ მიუღიათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს. 2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოში რევოლუცია მოხდა, რომელსაც სათავეში მიხეილ სააკაშვილი ედგა. რევოლუციამ ხელისუფლება შეცვალა და სათავეში მოვიდა "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ორი საპარალამენტო ვადით მართავდა ქვეყანას. ...
წყარო

Eka

თბილისი
  • 10 დღის წინ
  • VIP

Anna 22 wlis

თბილისი
  • 1 წუთის წინ

Natia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 1 საათის წინ

Ana❤️

თბილისი
  • 8 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 2 თვის წინ
  • VIP

ვერონიკა

თბილისი
  • 1 წუთის წინ

Ani+ვირტიც

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Tata

ბათუმი
  • 1 საათის წინ
  • VIP

Taso transi

თბილისი
  • 19 საათის წინ

Ekuna

თბილისი
  • 28 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 4 დღის წინ