რუსეთი აცხადებს, რომ მშვიდობიან უკრაინელებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა კლავს

უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მიერ 23 ნოემბერს განხორციელებული მორიგი სარაკეტო შეტევის შემდეგ, რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ სახლების ნგრევის და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გამო დამნაშავეა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა. უკრაინაზე მასირებული სარაკეტო იერიშის შემდეგ მოწვეულ, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას ნებენზიამ თქვა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები განთავსებულია არა ქალაქების განაპირას, არამედ ცენტრში და რაკეტების ნამსხვრევები ან გეზს აცდენილი უკრაინული რაკეტები ეცემა იმ ობიექტებს, რომლებიც რუსეთის სამიზნე არ ყოფილა. ნებენზიას განცხადებით, რაკეტები, რომლებიც კიევსა და ვიშგოროდში სახლებს მოხვდა, უკრაინამ საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის აშშ-ისგან მიიღო. რუსეთის წარმომადგენელმა დასავლეთის სახელმწიფოებს მიმართა, რომ შეიარაღებით უკრაინის „უგუნური გაბერვა“ იწვევს იმას, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან „არა მხოლოდ დონბასში, არამედ უკრაინის ქალაქებშიც“. ასევე ნახეთ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ზელენსკიმ რუსეთს კაცობრიობის წინაშე დანაშაულში დასდო ბრალი 23 ნოემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს ონლაინ მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც რუსეთს ბრალი დასდო კაცობრიობის წინაშე დანაშაულში და განაცხადა, რომ რუსეთმა მსოფლიოს არ შესთავაზა არაფერი, ტერორის, დესტაბილიზაციის და დეზინფორმაციის გარდა. 23 ნოემბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევსა და ათამდე ოლქზე. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ენერგოობიექტებსა და საცხოვრებელ სახლებზე. დაიღუპა 10 ადამიანი. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო ავარიულად გაითიშა იუჟნოუკრაინსკის, როვნოს და ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურები. უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ინფორმაციით, გენერატორების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სადგურები შიდა წყაროებით მომარაგებაზე გადაიყვანეს. ასევე ნახეთ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ ცნობს უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 10 ოქტომბრიდან რუსეთის სამხედრო ძალებმა განახორციელეს 7 მასირებული სარაკეტო შეტევა. რუსეთის ძირითადი სამიზნე უკრაინის ენერგოსისტემაა. ენერგოობიექტების ნახევარი დანგრეული ან დაზიანებულია, რამაც უმწვავესი ენერგოკრიზისი გამოიწვია. ...
წყარო

Mistress

თბილისი
  • 6 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 51 წუთის წინ

Liziko lizi

ქუთაისი
  • 7 საათის წინ

Anjela

თბილისი
  • 15 თვის წინ

Eka

ქუთაისი
  • 29 წუთის წინ

Eva

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • 100%

Monika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Ina

თბილისი
  • 11 თვის წინ

Maka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

Tata

ბათუმი
  • 46 წუთის წინ

Kylie

თბილისი
  • 4 საათის წინ