შარლ მიშელის კაბინეტმა მედიაკოალიციას გვარამიას საქმეზე პასუხი გამოუგზავნა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კაბინეტმა მედიაკომპანიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით 7 ნოემბერს გაგზავნილ წერილზე პასუხი დაუბრუნა. მასში აღნიშნულია, რომ თვალს ადევნებენ გვარამიას სასამართლოს, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის დახმარებით. ბრიუსელიდან მედიაკოალიციისთვის გამოგზავნილ წერილში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი არ აკეთებს კომენტარს ცალკეული სასამართლო საქმეების არსებით ნაწილზე, თუმცა აღნიშნულია ისიც, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე კითხვები გაჩნდა. "ფუნდამენტური უფლებები და სათანადო სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს დაცული გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილებებით, კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად. ევროკავშირმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ჩაერთონ სასამართლო სისტემის ინკლუზიურ და ყოვლისმომცველ რეფორმაში. ეს არის ასევე 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებისა და რამდენიმე ხნის წინ მიღებული ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის ერთ-ერთი ქვაკუთხედი. გარდა ამისა, ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც ხაზგასმულია კომისიის მოსაზრებაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ, არის, რომ საქართველომ უნდა გაწიოს უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეესაბამებოდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს", - აღნიშნულია წერილში. 7 ნოემბერს არაერთმა მედიაორგანიზაციამ და მედიის ადვოკატირების კოალიციამ "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიმართეს. წერილში აღნიშნული იყო, რომ "გვარამია პატიმარია მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის ხელისუფლების ხმამაღალი კრიტიკოსი და აქვს დიდი გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე". კოალიცია მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტმა შესაძლოა, აზრი შეიცვალოს, თუ მას შარლ მიშელი მიმართავს. "ბატონო მიშელ, თქვენი შუამდგომლობა სერიოზულ წვლილს შეიტანს საქართველოში სიტყვის თავისუფლების დაცვაში და ძალას შემატებს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროპისაკენ", - აღნიშნული იყო გაგზავნილ წერილში. ასევე ნახეთ მედიაკოალიცია ნიკა გვარამიას საქმეზე შარლ მიშელს მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ 2 ნოემბერს გამოაცხადა ნიკა გვარამიას განაჩენი. სამი მოსამართლის გადაწყვეტილებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტო...
წყარო
  • VIP

Natuka

თბილისი
  • 17 საათის წინ

Likuna

თბილისი
  • 1 დღის წინ

Maria

თბილისი
  • 15 თვის წინ

Lana

თბილისი
  • 4 თვის წინ

ტატა

თბილისი
  • 2 თვის წინ

Marishka

ბათუმი
  • 11 საათის წინ
  • 100%

Lizi

თბილისი
  • 15 თვის წინ

Aysel

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 26 თვის წინ

Anka❤maria

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 1 თვის წინ

Sabrİna

ბათუმი
  • 2 დღის წინ