EU-ს ელჩი: დეოლიგარქიზაცია ისეთი სისტემის შექმნაა, რომელშიც არ არსებობს პირადი გავლენა პოლიტიკაზე

ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ დეოლიგარქიზაციის პირობის შესრულების მნიშვნელობაზე საუბრისას განმარტა, რომ ეს ნიშნავს შექმნა ისეთი სისტემა, რომელშიც არ იარსებებს ვინმეს პირადი ინტერესები და გავლენები პოლიტიკურ პროცესებზე. ელჩის თქმით, ვინაიდან საქართველომ ამ საკითხის კანონით დარეგულირება გადაწყვიტა, "ძალიან მნიშვნელოვანია", ის შეაფასოს ვენეციის კომისიამ. "დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც ევროკავშირმა ჩაწერა 12 პუნქტში. ეს არ არის მარტივი პირობა. მე ვიცი, რომ ამაზე კანონპროექტი მეორე მოსმენითაა მიღებული. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კანონპროექტი გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში, შემდეგ კი კომისიის რეკომენდაციები იქნას გათვალისწინებული. ამ საკითხზე ისაუბრა კომისამა [ოლივერ] ვარჰეიმაც გასულ კვირას თბილისში ვიზიტისას. საქართველოს გადასაწყვეტია, როგორ განავითარებს ამ პროცესს. დეოლიგარქიზაცია ესაა ჩარჩოს, სისტემის შექმნა, რომლის ფარგლებშიც არ არსებობს პირადი არამართლზომიერი გავლენა პოლიტიკაზე. საქართველომ გადაწყვიტა, ეს გააკეთოს კანონის მიღების გზით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ კანონპროექტს გაგზავნიან დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში და მათი რეკომენდაციები მხედველობაში იქნება მიღებული", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. მან, ასევე, ზოგადად შეაფასა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება და ისაუბრა იმ ვადებზე, რა დროშიც ევროკავშირმა უკვე საბოლოოდ უნდა შეაფასოს საქართველო: "ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, ჯერ კიდევ არის დრო. კალენდრის მიხედვით, ჩვენ მომდევნო წლის გაზაფხულზე შევაფასებთ რეკომენდაციების შესრულებას, ხოლო ევროკომისიის დასკვნა გამოქვეყნდება მხოლოდ მომდევნო წლის ოქტომბერში. ამის შემდეგ, მომდევნო წლის ბოლომდე, ჩვენი ლიდერები, ევროპული საბჭო შეაფასებს საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს. დრო არის. მე ვიცი, რომ ქართულმა მხარემ საკუთარ თავს ამბიციური დროის პერიოდი დაუსახა და პარლამენტში მიმდინარეობს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა. ჩვენ ვისურვებდით, რომ ეს პროცესი გაიმართოს ძალიან ინკლუზიურად და კონსტრუქციულად, სადაც ჩართული იქნება ყველა, როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება". ასევე ნახეთ დეგნანი: მნიშვნელოვანია, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიამ მიმოიხილოს დეოლიგარქიზაცია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ მიცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთია, რომელიც ქვეყანამ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. ხელისუფლება ამ პუნქტის შესრულებას დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებით ცდილობს და პარლამენტი განიხილავს კანონის უკრაინულ ვერსიას საქართველოსთვის. პარლამენტი ვენეციის კომისიისადმი კანონპროექტის გაგზავნას არ ჩქარობს, საპარლამენტო უმრავლესობის პარტია...
წყარო

Salo

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 16 საათის წინ

Ilona varketili

თბილისი
  • 7 თვის წინ

Salo

ბათუმი
  • 2 თვის წინ

Misstress! vika!

თბილისი
  • 7 თვის წინ

Xatia

ფოთი
  • 4 თვის წინ

Marieta

თბილისი
  • 10 თვის წინ
  • VIP

Natuka

თბილისი
  • 14 წუთის წინ

Eka

თბილისი
  • 11 თვის წინ

Mia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 15 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 28 თვის წინ