კახა გოგოლაშვილი: საქართველოში პოლარიზაცია არ შესუსტებულა, როგორც ჩანს, კანდიდატის სტატუსს უახლოეს მომავალშიც ვერ მივიღებთ

„რონდელის ფონდის“ ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში ევროპარლამენტის მიერ რუსეთის ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ აღიარებასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ისაუბრა. კახა გოგოლაშვილის თქმით, როგორც ჩანს, საქართველო უახლოეს მომავალში კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, რადგან პოლარიზაცია ამ დრომდე არ შესუსტებულა. „შესაძლებელია უახლოეს მომავალში კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღოთ, მიუხედავად იმისა, ევროკავშირი გვპირდებოდა, „შეიძლება 6 თვეში მოგანიჭოთ“, მაგრამ იმ პირობით, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად განვახორციელებდით იმ რეფორმებს, რომელიც იმ 12 პუნქტშია მოცემული. როგორც ჩანს ეს ვერ მოხდება უმთავრესი მიზეზის გამო – პოლარიზაცია არ შესუსტებულა საქართველოში, ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ თანხმდება გარკვეული კანონპროექტების გარშემო. ამის გამო ევროსკეპტიციზმი ქვეყანაში აბსოლუტურად გაუმართლებელია, ჩვენ უკვე მივიღეთ პოტენციური კანდიდატის სტატუსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რომელიც შეიძლება ვერ მიგვეღო კიდევ 5 წლის განმავლობაში, რომ არ დაწყებულიყო ომი უკრაინაში. აბსოლუტურად ნონსენსი იქნება, თუ რუსული პროპაგანდა იტყვის, რომ „აი, ხომ ხედავთ საქართველოს არ აძლევენ კანდიდატის სტატუსს“. საქართველოსთვის უკვე მიცემულია ევროპული პერსპექტივა, ესეც სტატუსია. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი სპეციალური პროგრამით იწყებს ჩვენს დახმარებას იმისთვის, რომ სწრაფად მოვახდინოთ რეფორმები გასაწევრიანებლად. გვექნება თუ არა კანდიდატის სტატუსი 1 წლის განმავლობაში, ამას ტექნიკურად ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ბოლო მიზანი, დავიწყებთ თუ არა მოლაპარაკებებს და დავასრულებთ თუ არა მოლაპარაკებებს გაწევრიანებაზე“, – აცხადებს გოგოლაშვილი. ჟურნალისტის კითხვაზე, რა სახის დახმარება სჭირდება საქართველოს, კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ქვეყანას სამხედრო ხასიათის დახმარება სჭირდება. „თუ საუბარია ამ ომისგან გამოწვეული კრიზისის პირობების დასაძლევად, საქართველოს, რა თქმა უნდა, სჭირდება სამხედრო ხასიათის დახმარება, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის მედეგობის გასაძლიერებლად. ასეთი დახმარება უკვე გამოყო ევროკავშირმა, რაც უპრეცედენტო იყო. თუ არ ვცდები, დაახლოებით, 20 მილიონი იყო. ამის გარდა, საქართველოს სხვა სახის დახმარება დასჭირდება, ამ დახმარების ძალიან დიდი ნაწილი უკვე გაწერილია. შესაძლოა, ჩვენ დახმარება დაგვჭირდეს სოციალური ხასიათის იმისთვის, რომ საქართველოში მეტად სტაბილური იყოს სოციალური გარემო“, – აცხადებს გოგოლაშვილი. რაც შეეხება, ევროპარლამენტის მიერ რუსეთთან მიმართებით რეზოლუციას, კახა გოგოლაშვილის თქმით, აქტს სიმბოლურად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ძალიან დიდ რეპუტაციულ ზიანს აყენებს რუსეთის ფედერაციას. „სამართლებრივად შეიძლება ბევრ...
წყარო

Lizi

ბათუმი
  • 9 თვის წინ

Natia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Luda

თბილისი
  • 8 დღის წინ

Lizi 7

ბათუმი
  • 1 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 30 თვის წინ
  • 100%

Haifa

აბასთუმანი
  • 25 დღის წინ

Natali

ბათუმი
  • 1 დღის წინ

Aysel

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Katrin

ბათუმი
  • 5 დღის წინ

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ

ვნებიანი გვანცა

თბილისი
  • 5 დღის წინ