სერბეთმა და კოსოვომ მიაღწიეს შეთანხმებას საავტომობილო ნომრების საკითხზე

სერბეთმა და კოსოვომ კომპრომისს მიაღწიეს კოსოვოს ტერიტორიაზე სერბეთის მიერ გაცემული საავტომობილო ნომრების გამოყენების საკითხზე. ამის შესახებ ოთხშაბათს გვიან საღამოს განაცხადა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ჟოზეპ ბორელმა და აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევის პროცესში ევროკავშირი შუამავლის ფუნქციით გამოდიოდა. სამანქანო ნომრების საკითხზე დავა გრძელდებოდა მიმდინარე წლის ივნისიდან, როცა კოსოვოს მმართველებმა გამოაცხადეს, რომ აპირებდნენ აღარ ეცნოთ სერბეთში გაცემული ნომრები კოსოვოს მცხოვრებთათვის, ეთნიკური სერბებისთვის. ეს ზომა, შესაძლოა, 10 ათასამდე ადამიანს შეხებოდა. კოსოვოს ჩრდილოეთში, სერბებით დასახლებულ რაიონებში მღელვარება დაიწყო. კოსოვოს მმართველების გადაწყვეტილების ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო, აშშ და ევროკავშირი ცდილობდნენ, მხარეებს კომპრომისის გამონახვაში დახმარებოდნენ. ამის შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ბელგრადი შეწყვეტს კოსოვოს ქალაქების კოდით ნომრების გაცემას, პრიშტინა კი ხელახლა აღარ გაატარებს რეგისტრაციაში სერბეთში უკვე გაცემულ ნომრებს. შეთანხმებას მიესალმა აშშ - სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ნედ პრაისის თქმით, "მხარეებმა, ევროკავშირთან თანამშრომლობით, გიგანტური ნაბიჯი გადადგეს წინ, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მთელ რეგიონში". 2008 წელს კოსოვომ ცალმხრივად გამოაცხადა სერბეთისგან დამოუკიდებლობა, რომელიც აღიარეს აშშ-მა, ევროკავშირის ბევრმა სახელმწიფომ და გაეროს წევრთა უმრავლესობამ. სერბეთი კოსოვოს არ აკონტროლებს, თუმცა მას არ აღიარებს და კვლავ საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. ...
წყარო

Bela

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 15 თვის წინ

Eleniko

თბილისი
  • 13 თვის წინ
  • VIP

Anjeli

ბათუმი
  • 13 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Alivia

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 1 თვის წინ

Larachka

რუსთავი
  • 3 დღის წინ

ტრანსი ანჯელინა

თბილისი
  • 13 დღის წინ

Niniko

თბილისი
  • 8 დღის წინ

Linda

თბილისი
  • 8 დღის წინ