რუსეთში აჰმედ ზაკაევის წინააღმდეგ საქმე აღძრეს უკრაინაში შექმნილი ჩეჩნური ბატალიონის გამო

ჩეჩნეთში, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრემიერ-მინისტრის, აჰმედ ზაკაევის წინააღმდეგ, მისი ინიციატივით უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ჩეჩნური დანაყოფის შექმნის გამო. საქმე აღიძრა ტერორისტული დაჯგუფების შექმნის მუხლით, იუწყება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS ჩეჩნეთის „ეფესბეს“ რეგიონული სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით. „კავკაზ.რეალიის“ თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში იჩქერიის შეიარაღებული ძალების ცალკეული სპეციალური დანიშნულების ბატალიონის შექმნის შესახებ განცხადება ივლისში გაკეთდა. ქვედანაყოფის სარდლად დაინიშნა პოლკოვნიკი ჰაჯი მურად ზუმსო. ასევე ნახეთ „დღეს უკრაინაში ჩეჩნური ჯარი ყალიბდება“ - ინტერვიუ აჰმედ ზაკაევთან  ეს მეოთხე დანაყოფია უკრაინის არმიის დასახმარებლად, რომლის შექმნაც საზღვარგარეთ მცხოვრებმა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მომხრეებმა გამოაცხადეს. ომის პირობებში ძნელია იმის შეფასება, თუ რამდენად აქტიურია ეს დანაყოფები. ასევე ნახეთ ჩეჩენმა, ჩერქეზმა და ყაბარდო-ბალყაროელმა აქტივისტებმა თანამემამულეებს უკრაინის არმიაში გაწევრიანებისკენ მოუწოდეს აჰმედ ზაკაევის წინააღმდეგ ერთი წლის წინაც აღძრეს სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის საჯარო გამართლებისა და პროპაგანდის ბრალდებით. ახალი საქმის აღძვრის საბაბი გახდა ზაკაევის განცხადება, რომელშიც მან დაიცვა საველე მეთაურ ასლან ბიუტუკაევის სავარაუდო მეომრები, რომლებიც 2021 წლის იანვარში გაუსამართლებლად დახოცეს. ...
წყარო

Maria♥️♥️♥️

თბილისი
  • 4 თვის წინ

Shale

თბილისი
  • 7 თვის წინ

Annaa

თბილისი
  • 15 თვის წინ

Diana

ბათუმი
  • 17 დღის წინ

Mira

ბათუმი
  • 14 საათის წინ

Lika

ქუთაისი
  • 5 თვის წინ

B a b i

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 12 თვის წინ

Natia

თბილისი
  • 4 თვის წინ

დეა

თბილისი
  • 19 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 1 თვის წინ

Tojina

ბათუმი
  • 6 თვის წინ