თამარ კორძაია: … გამოვიდეს პარლამენტის თავმჯდომარე და თქვას, რომ ყველა კაცი, რომელიც ქალზე ძალადობს იმსახურებს უმკაცრეს სასჯელს

როგორც უკვე ხედავთ, კანონის ცვლილება არ არის საკმარისი, თუმცა კანონის ცვლილებასაც ვერ ვახერხებთ იმიტომ, რომ პრაქტიკულად გვაქვს რეალობა, როდესაც ერთი მეხუთედი ვართ ქალები პარლამენტში და ვერ ვერევით კაცების ნებას იმიტომ, რომ ხმები მეტი აქვთ კაცებს. ეს არის სერიოზული პრობლემა. მეტი ქალი რომ ვიყოთ პარლამენტში, უფრო მეტად შევძლებდით ჭეშმარიტად, გააზრებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით სიახლეების მიწოდებას საზოგადოებისთვის. [კაცებმა] რაც არ უნდა ილაპარაკონ, რომ გმობენ ძალადობას, ძალადობის დაგმობას უნდა კონკრეტულად თქმა. მაგალითად, გამოვიდეს პარლამენტის თავმჯდომარე და თქვას, რომ ყველა კაცი, რომელიც ქალზე ძალადობს, ის არ არის ჭეშმარიტად საზოგადოების ტოლერანტი წევრი, ის იმსახურებს უმკაცრეს სასჯელს. ასეთი სიტყვა მოგისმენიათ ან პრემიერისგან, პარლამენტის თავმჯდომარისგან, ან რომელიმე კაცი სპიკერისგან? არა, ისინი უბრალოდ გმობენ ძალადობას. ეს ძალიან აბსტრაქტულია იმიტომ, რომ უმეტეს შემთხვევაში, ის დამნაშავეები, რომლებიც ქალებს კლავენ და ის თერჯოლელი კაცი, რომელმაც ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა და ცოცხლად წვავდა, ის არ თვლის, რომ ძალადობს, ის ამას ჩადის, როგორც ღირსების დანაშაულს და ეს აბსოლუტურად სხვა საკითხია. როდესაც მერვე მოწვევის პარლამენტში ამაზე ვლაპარაკობდი და ფემიციდის ცალკე დანაშაულად გამოყოფას ვითხოვდი, და არა როგორც დამამძიმებელ გარემოებას, სწორედ ეს მენტალური ცვლილება იყო მიზანი ცალკე დანაშაულად გამოყოფის, იმიტომ რომ რა მნიშვნელობა აქვს როგორ დაისჯება, დამამძიმებელი გარემოებით ადამიანი, თუ ცალკე მუხლი იქნება,  – ამის შესახებ თამარ კორძაიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა....
წყარო

Feride

თბილისი
  • 28 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 12 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 1 თვის წინ

Aysel

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Natalia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Maka

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 16 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 9 დღის წინ

Zeinab

ქუთაისი
  • 1 დღის წინ

Hazal

ბათუმი
  • 1 დღის წინ

Mistress

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 23 დღის წინ