ჩეჩნეთში ჩასული UFC-ის ამერიკელი მებრძოლები პოლიგონზე წაიყვანეს და სხვადასხვა იარაღიდან გაასროლინეს

ჩეჩნეთში ჩაფრინდნენ UFC-ის, შერეული საბრძოლო ხელოვნების ლიგის ამერიკელი მებრძოლები: საშუალო წონაში ექსჩემპიონი კამარუ უსმანი, მსუბუქ წონაში დროებითი ჩემპიონი ჯასტინ გეიჯი და ქვემსუბუქ წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო. „კავკზ.რეალიის“ თანახმად, სპორტსმენები ექსკურსიაზე წაიყვანეს გუდერმესში მდებარე რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტში, სადაც უკრაინაში გასამგზავრებლად მოხალისეებს ამზადებენ და სტუმრებს ტყვიამფრქვევიდან, ყუმბარსატყორცნიდან და სხვა სახის იარაღიდან გაასროლინეს. შესაბამისი რეპორტაჟი ინსტაგრამში ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელეარხმა „გროზნომ“ აჩვენა. რეპორტაჟის ავტორმა ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ პოლიგონის დათვალიერებით „მებრძოლებმა დიდი შთაბეჭდილება მიიღეს“. три სოციალური ქსელების თანახმად, UFC-ის მებრძოლები ჩეჩნეთში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდნენ და დღეს დაღესტნის მონახულებასაც გეგმავენ. UFC-ს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ამერიკელი მებრძოლების ვიზიტის შესახებ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, რომლის ხელმძღვანელობა შეერთებული შტატებისა და ევროპის რიგი ქვეყნების მიერაა სანქცირებული. გეიჯისა და სეხუდოსთვის ეს პირველი ვიზიტია ჩეჩნეთში, უსმანი კი იქ ერთხელ უკვე იმყოფებოდა, 2020 წლის ნოემბერში. ამისთვის მაშინ შერეული საბრძოლო ხელოვნების ცნობილ მებრძოლს დასავლეთის ჟურნალისტების კრიტიკა დაატყდა თავს. ...
წყარო

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 1 თვის წინ

Marta

თბილისი
  • 2 საათის წინ
  • VIP

Ani ani

ქუთაისი
  • 15 წუთის წინ

Mistress

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 25 თვის წინ

Emma

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Sali

თბილისი
  • 15 საათის წინ

Taso88

თბილისი
  • 10 წუთის წინ
  • VIP

Mariami

თბილისი
  • 5 წუთის წინ
  • VIP

Diana

ბათუმი
  • 51 წუთის წინ