გიორგი ნემსაძე ცაგერის მერის თანამდებობას ტოვებს

ცაგერის მერის თანამდებობას ტოვებს გიორგი ნემსაძე. ინფორმაციას ის ფეისბუკის ოფიციალური გვერდიდან ავრცელებს და ამ გადაწყვეტილებას "პირადი მიზეზებით" ხსნის. "ეს ნაბიჯი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას ან გუნდთან პოზიციების შეუთავსებლობას! მჯერა, რომ ქართული ოცნება საქართველოში საქმეზე ორიენტირებული ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, შესაბამისად, მე კვლავაც ვრჩები გუნდის რიგით წევრად და ჩვენი მუნიციპალიტეტისა თუ ქვეყნის სამსახურს სხვა პოზიციიდან გავაგრძელებ", - წერს გიორგი ნემსაძე და მადლობას უხდის როგორც ცაგერის მოსახლეობას, მისთვის ნდობის გამოცხადებისთვის, ასევე ცაგერის მერიაში დასაქმებულებს - თანამშრომლობისთვის. გიორგი ნემსაძე ცაგერის მერი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ გახდა - მას მეორე ტურში ხმა ამომრჩევლის 60%-ზე მეტმა მისცა. გიორგი ნემსაძის მთავარი კონკურენტი ამ პოსტზე იყო ბესარიონ ბენდელიანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიიდან "საქართველოსთვის." ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი ნემსაძემ პოლიტიკური კარიერა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაიწყო - ნემსაძე 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ენმ-დან თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. ...
წყარო

Ekuna

თბილისი
  • 27 თვის წინ

Mia

თბილისი
  • 6 თვის წინ

სოფი

ქუთაისი
  • 9 საათის წინ

Nucaa

ბათუმი
  • 15 თვის წინ

Илона

თბილისი
  • 2 დღის წინ

Likyna

თბილისი
  • 23 დღის წინ

Ekako transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Marika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Cristina

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Sabrİna

ბათუმი
  • 7 საათის წინ

Dada. varketili

თბილისი
  • 10 საათის წინ
  • VIP

Dea

თბილისი
  • საიტზეა